Skip to Content

​შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან

​შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან

Be First!

1 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ესტონელ კოლეგას ინდრეკ საარს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის კონსული იურგო ლო და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩეველი მარის სილდი. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მეორე ვიზიტია. იგი საქართველოში მარტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც გულისხმობს 2017-2020 წლებისთვის საქართველოსა და ესტონეთს შორის კავშირების გაღრმავებას კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*