
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან
0
Be First!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პირველ სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ გამოწვევებზე წარიმართა
. ამ მიმართულებით იყო აზრთა თანხვედრა და შეთანხმება, რომ პრობლემის მოგვარებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების კუთხით, სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კომიტეტთან.