ონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და შვეიცარიის ფედერალურ პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენატორმაფილიპო ლომბარდიმ.
მიღებაზე ანსამბლმა “ჩვენი ტრიო” შეასრულა საქართველოს ჰიმნი და ქართული სიმღერები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პრეზენტაცია, ასევე ქართული ანბანისა და სვანეთის სურათების გამოფენა. საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.
მიღებას ესწრებოდნენ შვეიცარიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები, ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.