
სიახლე ათენის “კავკასიაში“!
ათენის წმ. ნინოს სახ. ქართული მუსიკის სასწავლო სტუდიას ახალი მასწავლებელი შეემატა: ახალგაზრდა ხელოვანი, 18 წლის სოპრანო – თეანო საკალიდუ, რომელმაც წარჩინების დიპლომით დაამთავრა ქ. ირაკლიონის (კ. კრეტა) სახელმწიფო მუსიკალური სასწავლებელი.
➡ სპეციალისტთა შეფასებით, თეანო საკალიდუ ძალიან სერიოზულ ვოკალურ მონაცემებს ფლობს და მას, თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ დიდი რეპერტუარი და საჯარო გამოსვლების მდიდარი გამოცდილება აქვს. ასე გაიმარჯვა მან ახლახან, ათენში გამართულ ურთულეს კონკურსში და დაჯილდოვდა სტიპენდიით, რომელიც საშუალებას აძლევს მას, მომავალი წლიდან სწავლა გააღრმავოს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ბერკლის მუსიკის კოლეჯში (ქ. ბოსტონი, აშშ – Berklee College of Music).
➡ თეანო დედით ქართველია, მას ქართული ესმის, მაგრამ ჯერ ვერ ლაპარაკობს გამართულად. ვფიქრობთ, ჩვენს სტუდიაში ის მალე ბევრ ქართულ სიმღერას შემატებს თავის რეპერტუარს.
? თეანო საკალიდუ „კავკასიაში“ მომავალი კვირიდან იწყებს გაკვეთილების ჩატარებას ვოკალში (ბერძნული და საერთაშორისო რეპერტუარის სოლო თუ საგუნდო სიმღერები); პარალელურად, მეცადინეობებს გაიმართავს აგრეთვე ფორტეპიანოზე, როგორც ბავშვებისათვის, ასევე მოზრდილთათვის.
⏰ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები და მოსწავლეთა მიღება: შაბათს და კვირას: 12:00-14:00 საათებში.
☎ 210.7211226/6995.956444/6989.741118/6992.284444
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.
Publié par ავთანდილ მიქაბერიძე sur jeudi 28 septembre 2017