
სიახლე მოზარდ მაყურებელთა თეატრისაგან ყველა ასაკის მაყურებლისთვის!
სიახლე ყველა ასაკის მაყურებლისთვის!
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. სამი სახის აბონემენტი: ცეროდენა, მეგობარი, თეატრალი- გათვლილია ყველა ასაკის მაყურებელზე.
აბონემენტი „ცეროდენა“ განკუთვნილია უფროსზე და 2 ბავშვზე, 4-ჯერადი შესვლის უფლებით . აბონემენტი „ცეროდენა“ განსაზღვრულია 2-10 წლამდე ბავშვზე.
აბონემენტი „მეგობარი“ განკუთვნილია 11-15 წლამდე მაყურებლისთვის. აბონემენტის საშუალებით 1+1, მომხმარებელი მეგობართან ერთად ბილეთს მხოლოდ 3 ლარად შეიძენს და დაესწრება 4 სპექტაკლს.
აბონემენტი „ თეატრალი“ 15 წელს ზემოთ მაყურებელზეა გათვლილი, რომელსაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში 8-ჯერ შეუძლია დაესწროს სპექტაკლებს.
სპექტაკლების არჩევა მომხმარებელს თავად შეუძლია.
აბონემენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სალაროში. აბონემენტებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2017-18 წლების თეატრალური სეზონის განმავლობაში.