Skip to Content

სისხლის საერთო ანალიზის შესახებ (ბერძნულ-იტალიური განმარტებების დამატებით)

სისხლის საერთო ანალიზის შესახებ (ბერძნულ-იტალიური განმარტებების დამატებით)

Be First!

ემიგრაციაში (და ისედაც) – ხშირად გაიგონებ – „სისხლის საერთო ანალიზი მინდა ავიღო, აი ის, ყველაფერს რომ აჩვენებს“ – რაც, ცხადია, მცდარია და რომელზეც –  ამ საჭირო, მაგრამ ნამდვილად არაყოვლისმომცველი ანალიზის შესახებ – ნათლის მოფენას, ბერძნულენოვანი განმარტებებით,  ქვემოთ შევეცდებით.

ყველა ჩვენგანს აუღია სისხლის ანალიზი და, თანაც, არაერთხელ. ეს ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია, ვინაიდან სწორედ სისხლში მომხდარი ცვლილებები მიუთითებს იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენ ორგანიზმში მიმდინარეობს.

თუ ექიმი არ ხართ, ანალიზის სწორად და ზუსტად წაკითხვა გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ გეცოდინებათ, როგორი უნდა იყოს ნორმალური მაჩვენებლები, საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე წარმოდგენა მაინც შეგექმნებათ.

 სისხლის ანალიზი ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია
.

ერითროციტები და ლეიკოციტები სისხლში
(წითელი ფერის ერითროციტები და თეთრი ფერის ლეიკოციტები სისხლში)

 .
ჰემოგლობინი (Hb) ეს ერითროციტების ძირითადი კომპონენტია, რომლის მთავარი ფუნქცია ფილტვებიდან ჟანგბადის სისხლში გადატანა და СО2-ის გამოდევნაა. ნორმალური მაჩვენებელია: მამაკაცებში — 130–160 გ/ლ, ქალებში — 120-140 გ/ლ. თუ ჰემოგლობინი უფრო დაბალია — ეს შესაძლო ანემიაზე ან სისხლის დაკარგვაზე მიანიშნებს; ხოლო თუ პირიქით, ძალიან მაღალია — ეს გაუწყლოებაზე, სისხლის დაავადებებსა და გულის უკმარისობაზე მეტყველებს.
.
ერითროციტების გადასხმა
(ერითროციტების გადასხმა )
.
 ერითროციტები ასევე ცნობილია სახელწოდებით „სისხლის წითელი უჯრედები“, რომლის შემადგენლობაშიც შედის კიდეც ცილოვანი ნივთიერება ჰემოგლობინი. ნორმალური მაჩვენებელია: მამაკაცებში — (4,0–5,1)×〖10〗^12 ერთ ლიტრზე, ხოლო ქალებში — (3,7–4,7)×〖10〗^12 ერთ ლიტრზე. ჯანმრთელ ადამიანს ერითროციტები ჭარბი რაოდენობით შეიძლება ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ის მაღალმთიანეთში იმყოფება. სხვა შემთხვევაში აწეული მაჩვენებელი ბრონქების, ფილტვების, თირკმლების, ღვიძლისა თუ გულის შესაძლო დაავადებაზე მიუთითებს. ერითროციტების რაოდენობა ასევე შესაძლოა გაიზარდოს სტეროიდული ჰორმონების ჭარბი რაოდენობის გამო. ერითროციტების ნაკლებობა მიანიშნებს ანემიაზე, სისხლის მწვავე ნაკლულობაზე, ქრონიკულ ანთებით პროცესებზე. ხანდახან ვლინდება ფეხმძიმობის გვიან ეტაპზე.
.
(მარცხნიდან მარჯვნივ: ერითროციტი, გააქტიურებული თრომბოციტი და ლეიკოციტი – მასკანირებელი ელექტრონული მიკროფოტოგრაფია –SEM)
.
ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედები, ბირთვიანი უჯრედებია, რომლებიც ელენთაში, ლიმფურ კვანძებსა და ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება. მათი ფუნქციაა ორგანიზმის ტოქსინებისგან, ვირუსებისგან, ბაქტერიებისა და მომაკვდავი უჯრედებისგან დაცვა.  ნორმალური მაჩვენებელია (4,0–9,0)×〖10〗^9 ერთ ლიტრზე. ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესზე ან ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ლეიკოციტების დონე ძლიერი სტრესის, ფიზიკური დაძაბულობის ან ფეხმძიმობის ფონზე იზრდება. ლეიკოციტების დაბალი მაჩვენებელი ანალგეტიკებისა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო აბების მიღებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.თრომბოციტები სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედები.
ნორმალური რაოდენობა ყველასათვის შეადგენს (180–320)×〖10〗^9 უჯრედს ერთ ლიტრზე. მათი მაღალი რაოდენობა შესაძლოა მიანიშნებდეს: ტუბერკულოზზე, წყლულოვან კოლიტზე ან ღვიძლის ციროზზე. თრომბოციტების რაოდენობა სისხლში იკლებს ალკოჰოლის გამოყენების, მძიმე მეტალებით მოწამვლის, სისხლის დაავადებების, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის, ელენთის დაავადებებისა და ჰორმონალური დარღვევების ფონზე. ზოგი წამალი (ანტიბიოტიკები, შარდმდენები, დიგოქსინი, ნიტროგლიცერინი) ასევე ამცირებს თრომბოციტების შემცველობას სისხლში.
.

(გაააქტიურებული თრომბოციტი იმობილიზირებულ ფიბრინოგენთან ერთად)
.
ედს — იგივე „როე“ ერითროციტების დალექვის სიჩქარე
. ნორმალური მაჩვენებელია: მამაკაცებისთვის — 2-10 მმ/სთ, ქალებისთვის — 2-15 მმ/სთ.ედს-ს მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციებით, ანთებითი პროცესებით, ანემიით, თირკმელების დაავადებით, ჰორმონალური დარღვევებით, ტრავმული თუ ოპერაციისშემდგომი შოკით, კრიტიკული დღეებითა და ასევე ფეხმძიმობის შემდგომი პერიოდით.   ედს-ს დაბალი მაჩვენებლი სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას და ასევე ანაფილაქსიური შოკის დროს ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ედს ქალებს ყოველთვის უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.
.
__________________________________________________
.
სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკურ ანალიზს უწოდებენ. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირებისთვის. ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.
 .

.
__________________________________________________

საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისათვის ქვემოთ მოცემულია სისხლის საერთო ანალიზის მონაცემები ბერძნულ ენაზე, ინგლისური აბრევიატურით და საერთაშორისო დასახელებებით.

Γενική Εξέταση Αίματος (Full Blood Count – FBC)

(იკითხება: „გენიკი ექსეტაზი ემატოს“)

(თავიდან წერია აბრევიატურა, ინგლისურენოვანი დასახელება, ბერძნულენოვანი დასახელება და შემდეგ ნორმული მაჩვენებლები. A-ნიშნავს მამაკაცს, Γ-ქალს. უფრო ქვედა გრაფაში – მაჩვენებლის მოკლე დახასიათებაა,  ბერძნულსავე ენაზე)
#
ჰემოგლობინი – Hb (ბერძნ.: „ემოსფერინი“)

Hb (Hemoglobin) Αιμοσφαιρίνη g/dl A: 13.5-17.5 Γ: 12.0-16.0
Κύριο συστατικό των ερυθρών αιμοσφαιρίων. Δεσμεύει και μεταφέρει οξυγόνο από τους πνεύμονες στους ιστούς. Συμβάλλει στη μεταφορά διοξειδίου του άνθρακα από τους ιστούς στους πνεύμονες και στη ρύθμιση της οξεοβασικής ισορροπίας του αίματος. Καθοριστική μέτρηση για αξιολόγηση διαφόρων μορφών αναιμίας.

#

ჰემატოკრიტი – Hct („ემატოკრიტის“)

Hct (Hematocrit) Αιματοκρίτης % A: 41-53 Γ: 36-46
Καθορίζει την εκατοστιαία αναλογία του όγκου των ερυθρών αιμοσφαιρίων στον συνολικό όγκο του αίματος. Χρήσιμος δείκτης για παρουσία αναιμίας, απώλειας αίματος και αφυδάτωσης.

#
ერითროციტები – RBC („არითმოს ერითრონ ემოსფერიონ“)

RBC (Red Blood Cells) Αριθμός Ερυθρών αιμοσφαιρίων 10^12/L A: 4.50-6.50 Γ: 3.80-5.80
Παράγονται στον μυελό των οστών και έχουν μέσο όρο ζωής 120 μέρες. Μεταφέρουν, μέσω της αιμοσφαιρίνης που περιέχουν, οξυγόνο από τους πνεύμονες στους ιστούς. Καθοριστική μέτρηση για παρουσία αναιμίας ή πολυκυτταραιμίας.

#

ერითროციტების საშუალო მოცულობა – MCV („მესოს ონგოს ერითრონ ემოსფერიონ“)

MCV (Mean Cell Volume) Μέσος όγκος Ερυθρών αιμοσφαιρίων fl 78-98
Σημαντικός δείκτης του όγκου των ερυθρών αιμοσφαιρίων και ταξινόμησης αναιμιών. Αυξάνεται στις μεγαλοβλαστικές αναιμίες και στα μυελοδυσπλαστικά σύνδρομα. Ελαττώνεται στις σιδηροπενικές αναιμίες, στις θαλασσαιμίες και σε αναιμίες λόγω χρόνιων παθήσεων.

#

ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა, უწინდელი ე.წ.: „ფერადობის მაჩვენებელი“ – MCH („მესი პერიეკტიკოტიტა ემოსფერინის“)

MCH (Mean Cell Haemoglobin) Μέση περιεκτικότητα Αιμοσφαιρίνης pg 26-34
Δείκτης της περιεκτικότητας αιμοσφαιρίνης στα ερυθρά αιμοσφαίρια. Σημαντικός δείκτης για τη ταξινόμηση αναιμιών. Εκφράζει τη μέση περιεκτικότητα αιμοσφαιρίνης που περιέχεται σε κάθε ερυθρό αιμοσφαίριο. Αυξάνεται και ελαττώνεται στις ίδιες καταστάσεις όπως το MCV.

#

ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია საერთო ერითროციტარულ მასაში – MCHC („მესი პიკნოტიტა ემოსფერინის“)

MCHC (Mean Cell Haemoglobin Concentration) Μέση πυκνότητα Αιμοσφαιρίνης g/dl 31.5-37.5
Δείκτης της μέσης πυκνότητας αιμοσφαιρίνης στο μέσο ερυθρό αιμοσφαίριο. Ιδιαίτερα χρήσιμος δείκτης για τη ταξινόμηση αναιμιών. Αυξάνεται στην αφυδάτωση και στην κληρονομική σφαιροκυττάρωση, ενώ ελαττώνεται στην υπερυδάτωση, στις σιδηροπενικές αναιμίες και στις θαλασσαιμίες.

#

ერითროციტების განაწილების საზღვრები – RDW-CV („ევროს კატანომის მეგეთუს ერითრონ ემოსფერიონ“)

RDW-CV (Red Distribution Width-Coefficient Variation) Εύρος κατανομής μεγέθους Ερυθρών αιμοσφαιρίων (με συντελεστή μεταβλητότητας) % 11-15
Χρήσιμος δείκτης διερεύνησης αιματολογικών διαταραχών. Αποτελεί δείκτη της απόκλισης ή μεταβολής στο μέγεθος των ερυθρών αιμοσφαιρίων. Ανιχνεύει ανωμαλίες των ερυθρών αιμοσφαιρίων οι οποίες σχετίζονται με ανισοκυττάρωση.

#
ლეიკოციტები – WBC („არითმოს ლევკონ ემოსფერიონ“)

WBC (White Blood Cells) Αριθμός Λευκών αιμοσφαιρίων 10^9/L 4.0-10.8
Κύτταρα απαραίτητα για την άμυνα και την επιβίωση του οργανισμού. Καταπολεμούν τις λοιμώξεις και προστατεύουν τον οργανισμό από κάθε βλαβερή ουσία. Σημαντική εξέταση για την ύπαρξη και τη βαρύτητα μιας νοσηρής κατάστασης στον οργανισμό.

#
ლეიკოციტების ტიპების ბერძნულენოვანი განმარტება („ლევკოკიტარიკოს ტიპოს“)

Differential count Λευκοκυτταρικός τύπος (Διαφορική μέτρηση) %
Τα λευκά αιμοσφαίρια διακρίνονται σε 3 κύριους τύπους. Πολυμορφοπύρηνα (Ουδετερόφιλα, Ηωσινόφιλα, Bασεόφιλα), Λεμφοκύτταρα και Μονοκύτταρα. Κάθε τύπος παίζει τον δικό του ρόλο στη λειτουργία του ανοσοποιητικού συστήματος.

#
სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები – Neutrophils („უდეტეროფილა“)

Neutrophils Ουδετερόφιλα (Πολυμορφοπύρηνα) % 40-75
Παρέχουν προστασία στον οργανισμό έναντι βακτηριακών λοιμώξεων. Μεταναστεύουν στην περιοχή του τραυματισμού ή της μόλυνσης και καταπολεμούν τη μόλυνση με φαγοκυττάρωση. Αύξηση παρατηρείται σε οξείες λοιμώξεις και φλεγμονές. Ελαττώνονται με φαρμακολογική αγωγή και σε αυτοάνοσα νοσήματα.

#
ლიმფოციტები –  Lymphocytes („ლიმფოკიტარა“)

Lymphocytes Λεμφοκύτταρα % 20-45
Θεωρούνται τα βασικά κύτταρα του ανοσοποιητικού συστήματος. Διαδραματίζουν σημαντικό ρόλο κυρίως ενάντια στις ιογενείς λοιμώξεις. Αυξημένα λεμφοκύτταρα (λεμφοκυττάρωση) έχουμε σε οξείες ή χρόνιες ιογενείς λοιμώξεις (ιογενή νοσήματα, ιλαρά, ανεμοβλογιά, ηπατίτιδα, βρουκέλλωση, σύφιλη, λοιμώδη μονοπυρήνωση κλπ.) και σε λεμφοκυτταρικές λευχαιμίες και λεμφώματα. Ελαττώνονται (λεμφοπενία) σε κληρονομικές ανοσολογικές διαταραχές, στη φυματίωση, στο AIDS, στη νόσο Hodgkin, απλαστική αναιμία και μετά από χορήγηση κορτιζόνης, ανοσοκατασταλτικών φαρμάκων και χημειοθεραπείας

#
მონოციტები – Monocytes („მონოკიტარა“)

Monocytes Μονοκύτταρα % 2-10
Αντιμετωπίζουν βαριές λοιμώξεις με φαγοκυττάρωση. Αυξάνονται κατά τη διάρκεια χρόνιων λοιμώξεων (τύφο, φυματίωση), σε αυτοάνοσα νοσήματα, στη μυελομονοκυτταρική λευχαιμία και σε άλλες κακοήθειες (Hodgkin)

#
ეოზინოფილები – Eosinophils („იოსინოფილა“)

Eosinophils Ηωσινόφιλα % 1-6
Αντιμετωπίζουν αλλεργικές καταστάσεις και παρασιτώσεις. Αυξάνονται σε αλλεργίες, παρασιτώσεις, διάφορες δερματοπάθειες και σε ορισμένα κακοήθη νοσήματα.

#
ბაზოფილები –Basophils („ვასეოფილა“)

 

Basophils Bασεόφιλα % 0-1
Αντιμετωπίζουν αλλεργικές καταστάσεις και παρασιτώσεις. Αύξηση παρατηρείται στη χρόνια μυελοκυτταρική λευχαιμία.

#
რეტიკულოციტები – Reticulocytes („დიკტიოერითროკიტარა“)

 

Retics (Reticulocytes) Αριθμός Δικτυοερυθροκυττάρων % 0.2-2.0
Είναι νεαρά, ανώριμα και απύρηνα ερυθρά αιμοσφαίρια που περιέχουν RNA. Είναι σημαντικά για τη διάκριση των αναιμιών που προκαλούνται από ανεπάρκεια του μυελού των οστών σε σχέση με άλλες μορφές αναιμίας.

#

თრომბოციტები – PLT („ემოპეტალია“, „არითმოს ემოპეტალიონ“)

PLT (Platelets) Αριθμός Αιμοπεταλίων 10^9/L 150-400
Τα αιμοπετάλια ή θρομβοκύτταρα είναι μικρά απύρηνα κύτταρα απαραίτητα στη λειτουργία της αιμόστασης, στον μηχανισμό της πήξης του αίματος, στον σχηματισμό θρόμβων και στη διαδικασία επούλωσης πληγών.

#
თრომბოციტების საშუალო მოცულობა – MPV („მესოს ონგოს ემოპეტალიონ“)

MPV (Mean Platelet Volume) Μέσος όγκος Αιμοπεταλίων fl 8-12
Σημαντικός δείκτης του όγκου των αιμοπεταλίων και αξιολόγησης αιματολογικών και αιμορραγικών διαταραχών.

#

თრობოციტების მოცულობითი განშლის შედარებით ფართი – PDW („ევროს კატანომის მეგეთუს ემოპეტალიონ“)

PDW (Platelet Distribution Width) Εύρος κατανομής μεγέθους Αιμοπεταλίων % 12-28
Δείκτης μεγέθους αιμοπεταλίων. Χρήσιμος δείκτης διερεύνησης αιμορραγικών διαταραχών.

#
თრომბოკრიტი (თრმობოციტების მიერ დაკავებული სისხლის მოცულობა) – PCT („ემოპეტალოკრიტის“)

PCT (Plateletcrit) Αιμοπεταλιοκρίτης % 0.190-0.290
Δείκτης εκατοστιαίας αναλογίας αιμοπεταλίων ανά μονάδα όγκου αίματος. Χρήσιμος δείκτης διερεύνησης αιμορραγικών διαταραχών.

#
ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ე.დ.ს. -ESR  (რუსულენოვანი კალკით: „როე“, ბერძნულად გამოითქმის როგორც:  „ტახიტიტა კათიზისის ერითრონ ემოსფერიონ“, შემოკლებით: „ტავ-კაპა-ეპსილონ“ – Τ.Κ.Ε.)

ESR (Erythrocytes Sedimentation Rate) Τ.Κ.Ε. (Ταχύτητα Καθίζησης Ερυθρών αιμοσφαιρίων) mm/1hr A: < 12 Γ: < 20
Είναι ο ρυθμός καθίζησης των ερυθρών αιμοσφαιρίων σε 1 ώρα. Αυξημένη καθίζηση αποτελεί ένδειξη μιας συνεχιζόμενης νοσηρής κατάστασης που θα πρέπει να διερευνηθεί. Σε συνδυασμό με την μέτρηση της CRP αποτελεί μία αξιόπιστη και κλινικά χρήσιμη εξέταση για την διάγνωση, την πορεία εξέλιξης και παρακολούθησης της θεραπείας λοιμωδών, φλεγμονωδών και κακοήθων καταστάσεων.

#

#
ქვემოთ მოცემულია იტალიურ ენაზე სისხლის საერთო ანალიზის ძირითადი პარამეტრები იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისათვის. სისხლის საერთო ანალიზს  იტალიურად შემოკლებით ეწოდება  Emocromo (იკითხება „ემოკრომო“), ხოლო ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლების იტალიური დასახელებები შემდეგია:
.
• ლეიკოციტები WBC – Globuli bianchi („გლობული ბიანკი“);


• ერთროციტები RBC – Globuli rossi („გლობული როსსი“);


• ჰემოგლობინი  Hb – Emoglobina („ემოგლობინა“);


• ჰემატოკრიტი – Ematocrito („ემატოკრიტო“);


• ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა, უწინდელი ე.წ.: „ფერადობის მაჩვენებელი“ MCV  – Volume corpuscolare medio („ვოლუმე კორპუსკოლარე მედიო“);

• ერითროციტების საშუალო მოცულობა – MCV – Contenuto cellulare medio di emoglobina („კონტენუტო ჩელლულარე მედიო დი ემოგლობინა“);

 • ერითროციტების განაწილების საზღვრები RDW  – Ampiezza della distribuzione eritrocitaria („ამპიეცცა დელლა დისტრიბუციონე ერიტროჩიტარია“);

• რეტიკულოციტები Retics – Reticolociti („რეტიკულოჩიტი“);

• თრომბოციტები PLT – Piastrine („პიასტრინე“);

• თრომბოციტების საშუალო მოცულობა  MPV – Volume piastrinico medio („ვოლუმე პიასტრინიკო მედიო“);

• ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ე.დ.ს.(რუსულენოვანი კალკით: „როე“)- ESR — Velocità di eritrosedimentazione („ველოჩიტა დი ერიტროსედიმენტაციონე“), აბრევიატურით – La Ves.


#
სისხლის საერთო ანალიზის იტალიურენოვანი ბლანკი:

#

სისხლის საერთო ანალიზის პარამეტრები იტალიურ ენაზე:

 

Parametri principali dell’emocromo o emogramma

Parametro Sigla e descrizione Valori di riferimento Difetto Eccesso
Globuli bianchi WBC (White Blood Cells): il numero di GB per µL o mm³ di sangue. 4.500 – 8.500[2] leucopenia leucocitosi
Globuli rossi RBC (Red Blood Cells): il numero di GR per µL o mm³ di sangue. 4.500.000 – 5.900.000(uomo)

4.000.000 – 5.500.000

(donna)

anemia poliglobulia o eritrocitosi
Emoglobina Hb (Hemoglobin): la quantità in grammi di Hb presente in un L o in un dL di sangue. 13 – 17,5 g/dL (uomo)12 – 15,5 g/dL (donna) anemia
Ematocrito Ht (Hematocrit): la percentuale del volume del sangue che è occupato dagli eritrociti. 40 – 48 (uomo)36 – 47 (donna) anemia poliglobulia
Volume corpuscolare medio MCV (Mean Corpuscular Volume): il volume medio dei globuli rossi.(Ht/RBC) 80 – 100 fL[3] microcitosi macrocitosi
Contenuto cellulare medio di emoglobina MCH (Mean Corpuscular Hemoglobin): la quantità media di emoglobina in ogni globulo rosso.(Hb/RBC) 25 – 35 pg anemia ipocromica
Concentrazione cellulare media di emoglobina MCHC (Mean Corpuscular Hemoglobin Concentration): la concentrazione media di emoglobina in 1dL di globuli rossi.(MCH/MCV = Hb/Ht) 31 – 37%
Ampiezza della distribuzione eritrocitaria RDW (Red cells Dispersion Width): l’ampiezza della distribuzione del volume dei GR attorno al suo valore medio. 11,5 – 14,5%
Reticolociti Percentuale (%) di reticolociti circolanti nel sangue. I reticolociti sono i precursori degli eritrociti maturi. 0.5 – 2,0 reticolocitosi
Piastrine PLTS (Platelets): il numero di piastrine presenti nel campione esaminato per mm³. 150.000 – 400.000[2] piastrinopenia o trombocitopenia piastrinosi o trombocitosi
Volume piastrinico medio MPV (Mean platelet Volume): il volume medio delle piastrine. 9,9 – 15,7

#
სისხლის საერთო ანალიზი გვიჩვენებს:

  • ერითროციტების რაოდენობას,
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარეს (ედს),
  • ჰემოგლობინის შემცველობას,
  • ჰემატოკრიტს,
  • ლეიკოციტების რაოდენობას,
  • ლეიკოციტურ ფორმულას.

აღნიშნული გამოკვლევისთვის მასალას (სისხლს) თითიდან ან ვენიდან იღებენ. უტყუარი პასუხის მისაღებად უმჯობესია ანალიზი უზმოზე ჩააბაროთ. ერითროციტები ანუ სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში აირთა ცვლას ემსახურებიან. მათ ფილტვებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვთ, უჯრედებს კი ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგისგან ათავისუფლებენ. ერითროციტების ნაკლებობა ანემიის დროს ვითარდება. ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები სათანადო ოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ. არც ერითროციტების  რაოდენობის მკვეთრი მომატებაა კარგის ნიშანი – ეს ე. წ. პოლიციტემიაა, რომლის დროსაც სისხლის უჯრედების გროვებად შეჯგუფება-შეწებებისა და წვრილი სისხლძარღვების – კაპილარების დაცობის საფრთხე იქმნება. სისხლში ერითროციტების რაოდენობა იკლებს სტრესის, შიმშილობის, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, რკინის, ცილის, ვიტამინის დეფიციტის შედეგად განვითარებული ანემიის, ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზირების დროს.

 

ერითროციტების რაოდენობის მომატება მიუთითებს:

  • ფილტვების ქრონიკულ დაავადებაზე,
  • გულის თანდაყოლილ მანკზე,
  • ლეიკოზზე.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედსი) გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად გამოილექება სისხლის პლაზმიდან ერითროციტები სპეციალურ მინის ჭურჭელში. როდესაც ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ერითროციტები ნორმასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ილექება. ედსი კლინიცისტებს ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკაში ეხმარება, განსაკუთრებით – მაშინ, როდესაც ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. ნორმაში ქალებს მამაკაცებზე მაღალი ედსი აქვთ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იმატებს ორსულობის პერიოდში.

 

მაღალი ედსი მიანიშნებს:

  • მწვავე ან ქრონიკულ ანთებით დაავადებაზე (პნევმონიაზე, ოსტეომიელიტზე, ტუბერკულოზზე, სიფილისზე და სხვა),
  • მოწამვლაზე,
  • მიოკარდიუმის ინფარქტზე,
  • ძვლის მოტეხილობასა და ზოგადად ტრავმაზე,
  • ანემიაზე,
  • თირკმლის პათოლოგიაზე,
  • სიმსივნურ პროცესზე და სხვა.

ედსი იმატებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე – ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას. ერითროციტების დალექვის სიჩქარე იკლებს შიმშილობისა და კუნთოვანი მასის შემცირებისას, კორტიკოსტეროიდების მიღებისას.

ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია. მისი მთავარი ფუნქცია აირთა ცვლა (ანუ ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტი) და მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაა. სისხლის წითელ ფერს სწორედ ჰემოგლობინი განსაზღვრავს. სისხლში ამ კომპონენტის ოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეასრულებს იგი თავის ფუნქციას ჟანგბადის გადატანის თვალსაზრისით. ჰემოგლობინის მაჩვენებელი მამაკაცებს ქალებთან შედარებით რამდენადმე მაღალი აქვთ. სისხლში ჰემოგლობინის ოდენობა მცირდება რკინის დეფიციტის (რკინა ჰემოგლობინის მთავარი საშენი მასალაა), სისხლის სხვადასხვა დაავადებისა და მათთან დაკავშირებული ქრონიკული პათოლოგიების დროს. გარდა ამისა, დაბალი ჰემოგლობინი ძლიერი სისხლდენის მანიშნებელია. ჰემოგლობინის მომატება (მაღალი ჰემოგლობინი) სისხლის ზოგიერთ დაავადებაზე მეტყველებს. ამ დროს სისხლის კლინიკური ანალიზი ერითროციტების რაოდენობის მომატებასაც ავლენს. მაღალი ჰემოგლობინი დამახასიათებელია ადამიანებისთვის, რომელთაც გულის თანდაყოლილი მანკი ან ფილტვ-გულის უკმარისობა აღენიშნებათ. ჰემოგლობინის ოდენობამ შესაძლოა ფიზიოლოგიური მიზეზითაც მოიმატოს. ასეთი რამ ემართებათ მფრინავებს ფრენის შემდეგ, მთამსვლელებს, საზოგადოდ, მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და სხვა შემთხვევებში.
.

.
ჰემატოკრიტი
იმაზე მიუთითებს, სისხლის საერთო მოცულობის რა ნაწილი უკავიათ ერითროციტებს. ის პროცენტებში გამოისახება. მაგალითად, ჰემატოკრიტი – 38 იმას ნიშნავს, რომ სისხლის მოცულობის 38%-ს ერითროციტები შეადგენენ.

ლეიკოციტები ორგანიზმს ინფექციისგან იცავენ. ისინი აქტიურად ებრძვიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს.

 

ლეიკოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს:

  • ინფექციური დაავადების დროს,
  • დამწვრობისა და ტრავმის დროს,
  • მიოკარდიუმის, ფილტვის, თირკმლისა და ელენთის ინფარქტის დროს,
  • მწვავე და ქრონიკული ანემიების დროს,
  • ავთვისებიანი სიმსივნური პათოლოგიის დროს.

ლეიკოციტების რამდენადმე მომატება აღენიშნებათ ქალებს მენსტრუაციის წინა პერიოდში, ორსულობის მეორე ნახევარში და მშობიარობის დროს.

Image result for ერითროციტები ლეიკოციტები თრომბოციტები

ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება:

  • ზოგიერთი ინფექციური პათოლოგიის (მალარია, შიდსი, მუცლის ტიფი, გრიპი, წითელა და სხვა) დროს,
  • რევმატოიდული ართრიტის დროს,
  • სხივური დაავადების დროს,
  • თირკმლის უკმარისობის დროს,
  • ზოგიერთი მედიკამენტის (ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების) მიღების დროს,
  • ძვლის ტვინის პათოლოგიის დროს,
  • ანაფილაქსიური შოკისა და განლევის დროს.

ლეიკოციტური ფორმულა. ლეიკოციტების ძირითად ტიპს შეადგენენ ნეიტროფილები, ლიმფოციტები, მონოციტები, ეოზინოფილები და ბაზოფილები. ლეიკოციტური ფორმულის განსაზღვრისას, ჩვეულებრივ, ითვლიან ახალგაზრდა (მოუმწიფებელ) ჩხირბირთვიან ნეიტროფილებსაც. უჯრედთა თითოეული ტიპი განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. თითოეული მათგანის პროცენტული შემცველობა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმუნური სისტემის მდგომარეობის შესახებ. სხვადასხვა ტიპის ლეიკოციტის რაოდენობის მომატება ან შემცირება კლინიცისტს ამა თუ იმ ინფექციური დაავადების, ალერგიული რეაქციის დიაგნოსტიკასა და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება.
.

.
_______________________________________________
სისხლის საერთო ანალიზი მთელ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტესტია. ყველა ჩვენგანს – ქალსა თუ კაცს, ახალგაზრდას თუ მოხუცს, ჯანმრთელსა თუ ავადმყოფს – ერთხელ მაინც ჩაუტარებია ეს გამოკვლევა. სისხლის საერთო ანალიზი ბევრს ჰემოგლობინის განმსაზღვრელი ტესტი ჰგონია. ის მართლაც შეიცავს ინფორმაციას ჰემოგლობინის შესახებ, მაგრამ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ცნობებსაც გვაწვდის, რომლებიც პაციენტისთვის გაუგებარი ციფრებითა და ასოებით არის გამოსახული.

სისხლი ორგანიზმის შინაგანი გარემოს შემადგენელი თხიერი ქსოვილია. მას მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, წესისამებრ, მასზეც აისახება, ამიტომ ყველა ექიმი უპირველესად სწორედ სისხლის საერთო ანალიზს ითხოვს. ეს კვლევა ერთგვარ მიმართულებას აძლევს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ანალიზისთვის სისხლის აღებას თავისი წესი აქვს. სასურველია, პაციენტი იყოს მშიერი (უზმოდ) ან მსუბუქად ნასაუზმევი. არ არის რეკომენდებული ანალიზის გაკეთება ფიზიოთერაპიული პროცედურის, რენტგენოლოგიური გამოკვლევის და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ. თუ პაციენტი იღებს ასეთ მედიკამენტს, ანალიზის პასუხის ინტერპრეტაციისას ექიმმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. შედეგზე გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლიც – სისხლდენის პერიოდში იცვლება ედსის, ერითროციტების, თრომბოციტების რაოდენობა, ამიტომ სასურველია, ანალიზი მენსტრუაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაკეთდეს.

ერითროციტები სისხლის ფორმიანი ელემენტების ძირითადი მასაა. ეს ელემენტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება და ას ოცი დღე ცოცხლობს. იშლება  ღვიძლში, ელენთაში, სისხლძარღვებში. მათი ძირითადი ფუნქცია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა. ერითროციტების რაოდენობის მომატებას ერითროციტოზი ეწოდება. ერითროციტოზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური –  ახალშობილებში, სიმაღლეზე ასვლის დროს – ან პათოლოგიური, ანუ კონკრეტული დაავადებით (მაგალითად, ერითრემიით, ფილტვის დაზიანებით, თირკმლის სიმსივნით, გულის დაავადებით) გამოწვეული. არსებობს შეფარდებითი ერითროციტოზი, როდესაც პლაზმის შემცირების ფონზე (მაგალითად, დამწვრობისას, პირღებინებისას სითხის დაკარგვის გამო) ერითროციტების შედარებითი მატების სურათი იქმნება. ასეთ დროს ერითროციტების რაოდენობა თანდათან თავისთავად უბრუნდება ნორმას.

ერითროციტების რაოდენობის შემცირება ანემიის ერთ-ერთი ნიშანია. მათი რაოდენობა მცირდება სისხლდენის, ერითროციტების დაშლის, ძვლის ტვინის დაზიანების დროს.

ჰემოგლობინი ერითროციტის ძირითადი კომპონენტია, ის ჰემისა და ცილოვანი ნაწილის – გლობინისგან შედგება. მისი ფუნქცია ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებაა. სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრა ანემიების დიაგნოსტიკაში მთავარ როლს ასრულებს. მისი მაჩვენებელი ქვეითდება რკინადეფიციტური ანემიის, მწვავე და ქრონიკული სისხლდენების, გლობინის ანომალიური სტრუქტურით გამოწვეული ჰემოგლობინოპათიების – თალასემიის, დრეპანოციტული ანემიის – დროს. ჰემოგლობინის დონე იმატებს სისხლის დაავადების ერითრემიის შემთხვევაში.

დღეს ანალიზის პასუხში ტერმინი “ფერადობის მაჩვენებლი” აღარ შეგხვდებათ. მისი სინონიმია ერითროციტებში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა, რომელიც MCH აბრევიატურით აღინიშნება. ამ კუთხით განასხვავებენ ჰიპოქრომულ (MCH ნორმაზე ნაკლებ), ნორმოქრომულ და ჰიპერქრომულ (MCH ნორმაზე მეტ) ერითროციტებს.  MCH მაჩვენებელი ნორმაზე დაბალია რკინადეფიციტური ანემიების დროს, მომატებულია ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების შემთხვევაში. დიდი რაოდენობის სისხლის ერთჯერადი დანაკარგით გამოწვეული ანემიის საწყის ფაზაში ერითროციტში ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა ნორმის ფარგლებშია, მერე კი მისი ოდენობა იკლებს. ქრონიკული სისხლდენების დროს MCH ნორმაზე დაბალია.

 

ერითროციტების რაოდენობასთან ერთად მნიშვნელობა მათ ზომასაც ენიჭება. ის განისაზღვრება MCV-თ (ერითროციტების საშუალო მოცულობა). მისი დაქვეითება მცირე ზომის ერითროციტების, მიკროციტების, სიჭარბეზე მიუთითებს (თალასემიის, რკინის დეფიციტის დროს). მაღალი მაჩვენებელი სისხლში დიდი ზომის ერითროციტების – მაკროციტების, მეგალოციტების არსებობის მანიშნებელია და გვხვდება მაკროციტული, მეგალოციტური,  ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემიების დროს.

RDV (ერითროციტების განაწილების ფართი) ანიზოციტოზის (განსხვავებული ფორმისა და ზომის ერითოროციტების) ხარისხის შესახებ გვაწვდის მონაცემს. თუ მისი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ესე იგი სისხლში ერითროციტების პოპულაცია ერთგვაროვანია; თუ მაღალია, აღინიშნება ერითროციტების  ჰეტეროგენული პოპულაცია (გვხვდება ანემიების დროს, ასევე – სისხლის გადასხმის შემდეგ).

რეტიკულოციტები ერითროციტების ახალგაზრდა ფორმებია. როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ვითარდება ანემია, ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნა ძლიერდება. ერითროციტები ვერ ასწრებენ მომწიფებას და ნახევრად მოუმწიფებელი ფორმები, რეტიკულოციტები, სისხლში გადმოდიან. ასე უმეტესად ჰემოლიზური ანემიების,  კრიზის ან სისხლის დაკარგვისას ხდება. რეტიკულოციტების რაოდენობის დაკლებას B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს, თუმცა ამ ანემიების მკურნალობისას შეინიშნება რეტიკულოციტების რაოდენობის მკვეთრი მატება, რაც დადებითი დინამიკის მაჩვენებელია.
ლეიკოციტები  სისხლის ბირთვიანი უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში. იშლება ღვიძლში, ელენთაში და იმ ადგილას, სადაც მიმდინარეობს  ანთებითი პროცესი. ლეიკოციტების ფუნქციაა ორგანიზმის დაცვა უცხო ნივთერებებისა და მიკროორგანიზმებისგან. მონაწილეობენ ჰუმორული იმუნიტეტის შექმნაში, რომელიც მიმართულია ინფექციური აგენტების წინააღმდეგ და ქსოვილოვანი იმუნიტეტის წარმოქმნაში, რომელიც მუტირებული უჯრედების წინააღმდეგაა მიმართული. ლეიკოციტების  რაოდენობის მომატებას ლეიკოციტოზი ეწოდება. ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი გვხვდება ახალშობილებსა და 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში; თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის, სტრესის დროს. პათოლოგიური ლეიკოციტოზი ვითარდება სისხლის დაავადებების, ინფექციების, ანთებითი პროცესების, ტრავმების შემთხვევაში. ლეიკოპენიას ანუ ლეიკოციტების შემცირებას უმთავრესად ვირუსული დაავადებები იწვევს. გვხვდება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის დროსაც. შეიძლება იყოს მედიკამენტური წარმოშობისაც. ფიზიოლოგიურად ლეიკოციტების შემცირება შიმშილის დროს შეინიშნება. არსებობს შთამომავლობითი ლეიკოპენიებიც.
.

 

Image result for ერითროციტები ლეიკოციტები თრომბოციტები

.

სისხლის საერთო ანალიზში დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ლეკოციტური ფორმულა:

ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია გრანულოციტებით (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტებით (ლიმფოციტები და მონოციტები). თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს  და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება. ნეიტროფილების მომატება ინფექციების, ანთებითი პროცესების, სისხლის დაავადებების, ოპერაციების შემდეგ შეინიშნება. მათი ახალგაზრდა ფორმების მომატებას ფორმულის მარცხნივ გადახრას უწოდებენ. რაც უფრო მწვავეა პროცესი, მით უფრო მკვეთრია გადახრა. ნეიტროპენიას იწვევს ვირუსული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი და სხვა. ეოზინოფილები იმატებს ალერგიული პროცესების, ჰელმინთოზების დროს. ტრავმისა და სტრესის ფონზე ყალიბდება ანეოზინოფილია (სისხლში ეოზინოფილების არარსებობა).
.

თრომბოციტები

(თრომბოციტული მასა)
.

ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების, ტუბერკულოზის დროს და სხვა. ლიმფოციტოპენია ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, რადიაციული ზემოქმედების შედეგად.

მონოციტები სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიკური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს.

მონოციტოპენია ყალიბდება სიმსივნური პროცესების უკანასკნელ ეტაპზე.
თრომბოციტები სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში და ცოცხლობს 7-10 დღე. მონაწილეობს სისხლის შედედებაში, აქვს ანგიოტროფული ფუნქცია, ახდენს შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის სპაზმს.

თრომბოციტოპენია – თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება – და თრომბოციტოპათია – მათი ფუნქციის დარღვევა  – სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს, მომატება კი თრომბოზულ გართულებებზე. თრომბოციტების საშუალო მოცულობა  MPV  თრომბოციტების სხვადასხვა ზომისა ახალგაზრდა და მწიფე ფორმების თანაფარდობას გვიჩვენებს.
.
Image result for ერითროციტები ლეიკოციტები თრომბოციტები.
.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე ორგანიზმის საერთო ბიოლოგიური მდგომარეობის მაჩვენებელია. იგი არ არის სპეციფიკური რომელიმე დაავადების მიმართ, მაგრამ მის ცვლილებათა დინამიკას ხშირად დიაგნოსტიკური და პროგნოზული მნიშვნელობა აქვს. ედსის მაჩვენებელი დამოკიდებულია ერითროციტების რაოდენობაზე, მოცულობაზე, პლაზმის ცილების, ალბუმინებისა და გლობულინების, შემცველობაზე. ანემიების დროს, როცა ერითროციტების რაოდენობა იკლებს, ისინი უფრო სწრაფად ილექებიან, რის გამოც იმატებს ედსის მნიშვნელობა, ერითროციტოზის დროს კი, პირიქით, ერითროციტების რაოდენობის მომატება მათი დალექვის სიჩარეს ამცირებს. სხვადასხვა ინფექციის დროს იცვლება პლაზმის ცილოვანი შემადგენლობა, რაც ასევე ცვლის ედსის მაჩვენებელს. ფიზიოლოგიურად ედსი იმატებს ორსულობისას, მენზესის დროს, შიმშილის დროს, ვაქცინაციის შემდეგ.
.

.
________________________________________________

სისხლი ექიმისათვის ერთგვარი სარკეა, ვინაიდან ის ასახავს ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებას, ამიტომაც სისხლის ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს გამოკვლევა ერთხელ მაინც არ გაეკეთებინოს.

სისხლი შედგება პლაზმისა და სისხლის უჯრედებისაგან. სწორედ ამ უკანასკნელებს ითვლიან სისხლის საერთო ანალიზის დროს.

სისხლის მორფოლოგიური გამოკვლევა მოიცავს:

  • ჰემოგლობინის რაოდენობის განსაზღვრას,
  • ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრას,
  • ჰემატოკრიტის გამოთვლას,
  • ლეიკოციტების რაოდენობის განსაზღვრას,
  • ლეიკოციტური ფორმულის დათვლას,
  • ფერადობის მაჩვენებლის განსაზღვრას,
  • ერითროციტების დალექვის სისწრაფის (ედს) განსაზღვრას,
  • იშვიათად, რეტიკულოციტებისა და თრომბოციტების დათვლას.

სისხლის საერთო ანალიზს უტარებენ სტაციონარში მყოფ ყველა ავადმყოფს, ასევე ამბულატორიულ ავადმყოფებს ჩვენების მიხედვით. საკმაოდგავრცელებულია სისხლის ანალიზის შემოკლებული ფორმა (შედის მხოლოდ ჰემოგლობინის რაოდენობის განსაზღვრა, ლეიკოციტების რიცხვისდათვლა და ედს-ი), რომელიც ტარდება პროფილაქტიკური გასინჯვების დროს, დისპანსერიზაციისა და სანატორულ-კურორტული მკურნალობისდროს. ურგენტულ (გადაუდებელ) შემთხვევებში ხდება მხოლოდ ერთი მაჩვენებლის განსაზღვრა: ლეიკოციტების – მწვავე ქირურგიული პათოლოგიისდროს ან ჰემოგლობინისა – სისხლდენების დროს.

 სისხლის აღების ტექნიკა

  • სისხლის აღების პროცედურა უნდა წარმოებდეს ერთსა და იმავე დროს, ერთნაირ პირობებში, სასურველია, საკვების მიღებამდე;
  • მორფოლოგიური გამოკვლევისათვის საჭირო სისხლის აღება ხდება თითში ჩხვლეტის გზით. სისხლს იღებენ მარცხენა ხელის მეოთხე თითიდან. ჩხვლეტამდე ხდება თითის წინასწარი დეზინფექცია და გაუცხიმოვნება სპირტში დასველებული ბამბით და შემდეგ ეთერით. ჩხვლეტა ხდებასტერილური სკარიფიკატორით ან ფრანკის ნემსით პირველი ფალანგის რბილობის წვერზე 2,5-3მმ სიღრმეზე. სისხლის პირველი წვეთი უნდამოიწმინდოს ფილტრის ქაღალდით ან ეთერში დასველებული ბამბით.
  • სისხლს იღებენ შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ედს-ის, შემდეგ კი ჰემოგლობინის განსაზღვრისათვის. ამის შემდეგ ლეიკოციტების დაერითროციტების დასათვლელად ხდება ნაცხის აღება.
  • სისხლის აღების შემდეგ თითზე შემოახვევენ სპირტში ან ეთერში დასველებული ბამბის ტამპონს და სისხლდენის შესაჩერებლად მიაბჯენენხელისგულს.

გახსოვდეთ:


გაითვალისწინეთ, რომ სისხლის შემადგენლობას ცვლის ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, სულფანილამიდები, ტეტრაციკლინები, ასპირინი, ინდომეტაცინი, კარბამაზეპინი. ეს დროებითი მოვლენაა და მას შემდეგ, რაც მედიკამენტების მიღებას შეწყვეტთ, სისხლის ანალიზი კვლავ მწყობრში ჩადგება.

 სისხლი ცვლილებებს განიცდის ალკოჰოლური სასმელების მიღების, მზის აბაზანების, ფიზიოპროცედურებისა და რენტგენოლოგიურიკვლევის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში სისხლის ანალიზის გაკეთება რამდენიმე დღით გადადეთ.
.

.

ჰემოგლობინი
ჰემოგლობინი არის ცილა გლობინისა და რკინის ატომის შემცველი ჰემის მოლეკულებისაგან შემდგარი რთული ნაერთი. იგი შედის ერითროციტებისშემადგენლობაში და მას ძირითადად ჟანგბადისა და ნახშირბადის სატრანსპორტო ფუნქცია აკისრია, კერძოდ მიაქვს ყველა ქსოვილამდე ჟანგბადი დაგამოაქვს იქიდან ნახშირორჟანგი.
ჰემოგლობინის დონე ქვეითდება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლნაკლებობის (ანემიების) დროს. ამ დროს ორგანოები განიცდიან ჟანგბადოვანშიმშილს.

ჰემოგლობინის დონის მომატებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი მთაში ყოფნისას, თვითმფრინავში, ასევე პირღებინებისა და დამწვრობის შედეგად. იგიიმატებს ჭეშმარიტი პოლიციტემიის (სისხლის უჯრედების მატების) დროს.
ჰემატოკრიტი

 გამოხატავს თანაფარდობას ერითროციტებისა და პლაზმის მოცულობას შორის.

ნორმაში იგი მამაკაცებისათვის არის 40-45%, ქალებში კი – 36-42%.

ჰემატოკრიტის მაჩვენებელი ეცემა სისხლდენების დროს, ან სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის (ჰემოპოეზის) დათრგუნვის დროს, რაც გვხვდებასხვადასხვა ინფექციური დაავადებების, ასევე აუტოიმუნური პათოლოგიების დროს. ჰემატოკრიტის დაქვეითებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორსულობის პერიოდში. იგი იმატებს პოლიციტემიის, ასევე მთაში ყოფნისა და ფიზიკური დატვირთვის დროს.

ერითროციტები

ერითროციტებს სხვანაირად წითელი სისხლის უჯრედებს უწოდებენ. მათ ძირითადად ჰემოგლობინის (ანუ ჟანგბადის) გადატანის ფუნქცია აკისრიათ.

ლაბორატორიულ პრაქტიკაში ხდება ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრა მოცულობის ერთეულში (ნორმები ასაკისა და სქესის გათვალისწინებითიხ. შესაბამის ცხრილებში). მათი რაოდენობის ცვლილება მჭიდროდ უკავშირდება ჰემოგლობინის მოცულობას: ერითროციტების რაოდენობისშემცირებისას ადგილი აქვს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას და პირიქით. კვლევის დროს ასევე ყურადღებას აქცევენ ერითროციტების ზომას, ფორმას და მათში ჰემოგლობინის შემცველობას. ერითროციტისათვის ყველაზე უკეთეს ფორმად ითვლება ორმხრივ შეზნექილი დისკის ფორმა. ასეთერითროციტს ყველაზე უკეთ გადააქვს ჟანგბადი.

ერითროციტების საუკეთესო ზომაა – 7მკმ. უფრო ნაკლები ზომის შემთხვევაში მათ უფრო ძნელად გადააქვთ ჟანგბადი, მეტი ზომის შემთხვევაში – ნაკლებია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ისინი ატარებენ ძვლის ტვინში. ამას გარდა ასეთი მსხვილი უჯრედები უფროსწრაფად იშლებიან ელენთაში.

ფერადობის მაჩვენებელი

 ფერადობის მაჩვენებელი გვიჩვენებს ჰემოგლობინის დონის შეფარდებას ერითროციტების რაოდენობასთან. ნორმაში იგი 0,85-1,05-ია.

მაჩვენებელი იცვლება სხვადასხვა ტიპის ანემიის დროს: იგი იმატებს B12-დეფიციტური, ფოლიუმ-დეფიციტური, აპლასტიური და აუტოიმუნურიანემიების შემთხვევაში, ხოლო რკინა-დეფიციტური ანემიის დროს იკლებს.

 

ლეიკოციტები

 ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედების საერთო სახელწოდებაა. ისინი ორგანიზმში დამცველობით ფუნქციებს ასრულებენ. კერძოდ, მათი დანიშნულებაა უცხო ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმების ამოცნობა და მათთან შებრძოლება, ასევე მათ შესახებ ინფორმაციის შენახვამომავლისათვის. ისინი ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა იმუნოლოგიურ რეაქციაში და გვიცავენ ინფექციებისაგან.

სისხლში ლეიკოციტების დონე იზრდება (ლეიკოციტოზი) ინფექციების, ლეიკოზების დროს, თუმცა შეიძლება, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც მოიმატოს – ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი. ეს ხდება საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისას, წყლისაბაზანების მიღებისას, ძლიერი ემოციების დროს, მენსტრუაციის წინა პერიოდში, ორსულობის მეორე ნახევარში.

ლეიკოციტების მაჩვენებელი იკლებს (ლეიკოპენია) ზოგიერთი ინფექციური პათოლოგიის, ონკოლოგიური და ავტოიმუნური დაავადების დროს. ამდროს ხდება ძვლის ტვინში ლეიკოციტების წარმოქმნის დათრგუნვა.

არჩევენ ლეიკოციტების შემდეგ სახეებს:

  • ნეიტროფილები;
  • ეოზინოფილები;
  • ბაზოფილები;
  • ლიმფოციტები (Т-ლიმფოციტები: Т-ჰელპერები, Т-სუპრესორები; В-ლიმფოციტები; ნულოვანი ლიმფოციტები);

ლეიკოციტების გამოკვლევისათვის ხდება მათი გამოყოფა სისხლიდან ცენტრიფუგირების მეთოდით (ანუ ხდება მათი დალექვა ცენტრიფუგირებისდროს), ფიტოჰემაგლუტინინების გამოყენებით კულტივირება (ზრდა) 72 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც უჯრედული კულტურიდან აკეთებენნაცხს, აფიქსირებენ მეთანოლში (მეთილის სპირტი) და ღებავენ. ათვალიერებენ სინათლის იმერსიული მიკროსკოპის საშუალებით.

ნორმაში სისხლში ლეიკოციტების შემცველობა შეადგენს 3,5-8,8 ათასს 1მკლ-ში.

ნეიტროფილები

ნეიტროფილები, ეოზინოფილები და ბაზოფილები ლეიკოციტების სახესხვაობებს მიეკუთვნებიან და აქვთ უნარი სხვადასხვანაირად მიიღონ საღებავინივთიერებები, სწორედ ამის მიხედვით მიიღეს მათ სახელწოდებები.

ნეიტროფილები ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 70%-ს შეადგენს. ისინი ნეიტრალური ფერის არიან, იღებებიან მორუხო-ნარინჯისფრად. ესუჯრედები ლორწოვან გარსში ბინადრობენ, უცხო მიკროორგანიზმებს შთანთქავენ და ამით ორგანიზმს ინფიცირებისაგან იცავენ. ნეიტროფილების ერთ-ერთი სახელწოდება – «მიკროფაგოციტები» მიუთითებს მათ უნარზე, მოახდინონ მიკროორგანიზმების ფაგოციტოზი, თუმცა ეს უნარი მათ უფრონაკლებად აქვთ გამოხატული, ვიდრე მაკროფაგებს.

არჩევენ ჩხირბირთვიან და სეგმენტბირთვიან ნეიტროფილებს: ნეიტროფილების უმრავლესობის ბირთვი სეგმენტირებულია, ამიტომაც მათსეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები ეწოდებათ. უმწიფარი უჯრედების ბირთვებს მოღუნული ჩხირის ფორმა აქვთ, რის გამოც მათ ჩხირბირთვიანნეიტროფილებს უწოდებენ.

ნეიტროფილების მომატება ჩირქოვანი ანთებითი პროცესების მაჩვენებელია. განსაკუთრებით საშიშია ის შემთხვევა, როდესაც ორგანიზმში ჩირქოვანიანთება მიმდინარეობს, ნეიტროფილების დონე კი მომატებული არ არის. ნეიტროფილების მაჩვენებლის შემცირებას ნეიტროპენია ეწოდება. ის ვლინდებაზოგიერთი ინფექციური დაავადების, ანემიის დროს, თირეოტოქსიკოზის, სხივური დაავადების და სხვათა შემთხვევაში.

ეოზინოფილები

ეოზინოფილები კარგად იღებებიან მჟავე წითელი ფერის საღებავებით (მაგ. ეოზინი, წითელი კონგო), ხოლო სისხლის ნაცხში მათ აქვთ მოვარდისფრო-ნარინჯისფერი ფერი. ისინი ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 1-5%-ს შეადგენს.

ეოზინოფილები მონაწილეობენ პარაზიტების განადგურებაში (გამოყოფენ მათ დამაზიანებელ სპეციალურ ფერმენტებს) და ალერგიულ რეაქციებში (გამოყოფენ ჰისტამინის საწინააღმდეგო ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან პოხიერი უჯრედებიდან ფერმენტების გამოსვლას). მათი რაოდენობაიზრდება (ეოზინოფილია) ალერგიული დაავადებების (ბრონქული ასთმის, პოლინოზის), პარაზიტული დაავადებების (ყველაზე ხშირად - ჭიებითინვაზიის დროს), ინფექციების (მაგ., წითელას) დროს.

ეოზინოპენიას (ეოზინოფილების ნაკლებობას) იწვევს B12 - დეფიციტური ანემია, შოკი, ოპერაციული ჩარევები, მშობიარობა.

ბაზოფილები
ისინი იღებებიან ტუტე საღებავებით (ჰემატოქსილინით,მეთილენის ლურჯი)  ამიტომ სისხლის ნაცხში მოლურჯო-ნარინჯისფერნი არიან. ალერგიულირეაქციების დროს სისხლში დიდი რაოდენობითაა იმუნოგლობულინი E, რომელიც შეუკავშირდება რა ბაზოფილების მემბრანას, ხელს უწყობს მათდეგრანულაციას ანუ უჯრედებიდან ჰისტამინის გამოსვლას.

 მონოციტები

 მონოციტები მოცირკულირე სისხლის ყველაზე მსხვილი უჯრედებია. ისინი წარმოადგენენ მაკროფაგების წინამორბედ უჯრედებს. მაკროფაგებიანადგურებენ («შთანთქავენ») ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ასევე ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ვირუსებთან, ბაქტერიებთან და მათ ტოქსინებთან ბრძოლის პროცესში, ასევე საკუთრივ ორგანიზმის დაღუპულ უჯრედებს. მაკროფაგების გარეშე შეუძლებელიალიმფოციტების მოქმედება: ისინი ეხმარებიან ამ უკანასკნელებს ამოიცნონ ანტიგენი, გამოყოფენ მედიატორებს, ნივთიერებებს, რომლებიცასტიმულირებენ ან თრგუნავენ იმუნური სისტემის სხვა უჯრედების მოქმედებას.

ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობა იზრდება მწვავე ბაქტერიული ინფექციების ფონზე, ხოლო მისი შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგიმიზეზებით:

  1. თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი;
  2. ქრონიკული ინფექციები;
  3. აუტოიმუნური დაავადებები;
  4. ალერგიული დაავადებები;
  5. ვირუსული ინფექციები;
  6. ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

 

ლიმფოციტები

 ლიმფოციტები ლეიკოციტების  ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ლეიკოციტების 19-30%-ს შეადგენს. მათი დონეიმატებს ზოგიერთი ინფექციის, სისხლის დაავადების დროს. თუკი ინფექციური პროცესი ძლიერაა გამოხატული, ხოლო ლიმფოციტების რაოდენობა 15%-ზე ნაკლებია, აუცილებელია ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვის შესწავლა. უჯრედების რაოდენობა 1200-1500-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ლიმფოციტების საერთო რაოდენობა ნორმაში: აბსოლუტური შემცველობა - 1200-3000კლ/მკლ, ანუ 1 მიკროლიტრში უნდა იყოს 1200-3000 ლიმფოციტი.

უჯრედებისრაოდენობა მოც. ერთეული გადაყვანილი სხვა მოც. ერთეულებში
1,2 – 3,0 • 10 9 დმ3
1,2 – 3,0 • 10 6 მლ სმ3
1,2 – 3,0 • 10 3 მკლ მმ3
ან 1200 – 3000 მკლ მმ3

 

განარჩევენ ლიმფოციტების შემდეგ სახეებს: В-ლიმფოციტებს, Т-ლიმფოციტებს და ე.წ. ნულოვან ლიმფოციტებს (იხ. იმუნოგრამა)

В-ლიმფოციტები – ლიმფოციტების სახესხვაობაა, რომელიც გამოიმუშავებს ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს). მათ სახელწოდება მიიღესლათინური სიტყვიდან “ბურსა” – ჩანთა. ფრინველებში ფაბრიციუსის ჩანთად წოდებულ ორგანოში ხდება В-ლიმფოციტების დიფერენცირება (მომწიფება), ხოლო ადამიანებში ეს პროცესი მიმდინარეობს ძვლის ტვინში.

Т-ლიმფოციტები – ლიმფოციტების სახესხვაობაა, რომელიც აკონტროლებს Вლიმფოციტების მუშაობას (ანტისხეულების პროდუქციას). მათისახელწოდება წარმოსდგება სიტყვიდან «თიმუსი»- ორგანო, სადაც ხდება მათი მომწიფება.

  • T-ჰელპერები – წარმოადგენს T-ლიმფოციტების სახესხვაობას, რომელიც ხელს უწყობს ანტისხეულების სინთეზს (to help – ინგლ. “დახმარება”).
  • T-სუპრესორები – T-ლიმფოციტების სახესხვაობა, რომლებიც ხელს უშლიან (თრგუნავენ) ანტისხეულების სინთეზს. (to supress – ინგლ. “დათრგუნვა, შეჩერება, აკრძალვა”).

ნულოვანი ლიმფოციტები – ეს არის ლიმფოციტები, რომლებსაც არა აქვთ T და B –ლიმფოციტებისათვის დამახასიათებელი რეცეპტორები. მათ შორისარის NK-უჯრედები, ახალგაზრდა (უმწიფარი) ლიმფოციტები.

თრომბოციტები

 თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში, გარდა ამისა, უჯრედის მემბრანებზე აგროვებენ ანთებითი პროცესების აგრესიულ ფაქტორებს – მოცირკულირე იმუნურ კომპლექსებს.

ნორმაში თრომბოციტების დონე 170-320×109ჰლ-ია. თუ თრომბოციტების დონემ დაიკლო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ორგანიზმში არასასურველიიმუნური ძვრებია და ადგილი აქვს ანთებით ცვლილებებს.

ერითრიოციტების დალექვის სიჩქარე (ედს)

 ამ მაჩვენებლის მომატება ანთებითი პროცესის არსებობაზე მეტყველებს, თუმცა ანთების დროს ედსი ყოველთვის არ იმატებს. ედს-ი იზრდება სიმსივნური პროცესების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სხვათა დროს.

 

სისხლის საერთო ანალიზის ნორმა მოზრდილებსა და ბავშვებში

 

 

1 დღის ბავშვის
ჰემოგლობინი 80-240 გ/ლ

 

ედს 2-4მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0,5-6%

 

ერითროციტები 4,3-7,6´1012

 

ლეიკოციტები 8,5-24,5´109 ბაზოფილები 0-1%

 

რეტიკულოციტები 3-51%

 

ჩხირბირთვიანები 1-17% ლიმფოციტები 12-36%
თრომბოციტები 180-490´109 სეგმენტბირთვიანები 45-80% მონოციტები 2-12%

 

1 თვის ბავშვის
ჰემოგლობინი 115-175გ/ლ

 

ედს 4-8მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0,5-7%

 

ერითროციტები 3,8-5,6´1012

 

ლეიკოციტები 6,5-13,8´109 ბაზოფილები 0,1%

 

რეტიკულოციტები 3-15%

 

ჩხირბირთვიანები 0,5-4% ლიმფოციტები 40-76%
თრომბოციტები 180-400´109 სეგმენტბირთვიანები 15-45% მონოციტები 2-12%

 

 

6 თვის ბავშვის
ჰემოგლობინი 110-140გ/ლ

 

ედს 4-10მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0,5-7%

 

ერითროციტები 3,5-4,8´1012

 

ლეიკოციტები 5,5-12,5´109 ბაზოფილები 0-1%

 

რეტიკულოციტები 3-15%

 

ჩხირბირთვიანები 0,5-4% ლიმფოციტები 42-74%
თრომბოციტები 180-400´109 სეგმენტბირთვიანები 15-45% მონოციტები 2-12%

 

 

 

12 თვის ბავშვის
ჰემოგლობინი 110-135გ/ლ

 

ედს 4-12მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0,5-7%

 

ერითროციტები 3,6-4,9´1012

 

ლეიკოციტები 6,0-12,0´109 ბაზოფილები 0-1%

 

რეტიკულოციტები 3-15%

 

ჩხირბირთვიანები 0,5-4% ლიმფოციტები 38-72%
თრომბოციტები 180-400´109 სეგმენტბირთვიანები 15-45% მონოციტები 2-12%

 

 

1-6 წლის ბავშვის
ჰემოგლობინი 110-140გ/ლ

 

ედს 4-12მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0,5-7%

 

ერითროციტები 3,5-4,5´1012

 

ლეიკოციტები 5-12´109 ბაზოფილები 0-1%

 

რეტიკულოციტები 3-12%

 

ჩხირბირთვიანები 0,5-5% ლიმფოციტები 26-60%
თრომბოციტები 160-390´109 სეგმენტბირთვიანები 25-60% მონოციტები 2-10%

 

 

7-12 წლის ბავშვის
ჰემოგლობინი 110-145გ/ლ

 

ედს 4-12მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0,5-7%

 

ერითროციტები 3,5-4,7´1012

 

ლეიკოციტები 4,5-10´109 ბაზოფილები 0-1%

 

რეტიკულოციტები 3-12%

 

ჩხირბირთვიანები 0,5-5% ლიმფოციტები 24-54%
თრომბოციტები 160-380´109 სეგმენტბირთვიანები 35-65% მონოციტები 2-10%

 

 

13-15 წლის ბავშვის
ჰემოგლობინი 115-150გ/ლ

 

ედს 4-15მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0,5-6%

 

ერითროციტები 3,6-5,1´1012

 

ლეიკოციტები 4,3-9,5´109 ბაზოფილები 0-1%

 

რეტიკულოციტები 2-11%

 

ჩხირბირთვიანები 0,5-6% ლიმფოციტები 25-50%
თრომბოციტები 160-360´109 სეგმენტბირთვიანები 40-65% მონოციტები 2-10%

 

 

 

მამაკაცები
ჰემოგლობინი 130-160გ/ლ

 

ედს 1-10მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0-5%

 

ერითროციტები 4,0-5,1´1012

 

ლეიკოციტები 4-9´109 ბაზოფილები 0-1%

 

რეტიკულოციტები 0,2-1,2%

 

ჩხირბირთვიანები 1-6% ლიმფოციტები 18-40%
თრომბოციტები 180-320´109 სეგმენტბირთვიანები 47-72% მონოციტები 2-9%

 

 

 

ქალები
ჰემოგლობინი 120-140გ/ლ

 

ედს 2-15მმ/სთ

 

ეოზინოფილები 0-5%

 

ერითროციტები 3,7-4,7´1012

 

ლეიკოციტები 4-9´109 ბაზოფილები 0-1%

 

რეტიკულოციტები 0,2-1,2%

 

ჩხირბირთვიანები 1-6% ლიმფოციტები 18-40%
თრომბოციტები 180-320´109 სეგმენტბირთვიანები 47-72% მონოციტები 2-9%
 ერითროციტების რაოდენობისა და მორფოლოგიის ცვლილებები

ერითროციტების რაოდენობის აბსოლუტური დაქვეითება ანემიის (სისხლნაკლებობის) ძირითადი კრიტერიუმია.

არჩევენ ანემიების შემდეგ სახეებს:

·    დეფიციტური ანემიები - როცა ერითროციტის წარმოქმნისათვის არ ყოფნის ერთ-ერთი «სათადარიგო ნაწილი» - ცილა, ვიტამინები ან რკინა  მათისაკვების გზით არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების ან ნაწლავებიდან მათი არასრული შეწოვის გამო. შესაბამისად, ამ ანემიებს ეწოდებათცილადეფიციტური, ვიტამინოდეფიციტური ან რკინადეფიციტური ანემიები. შედარებითი ნაკლებობა შეიძლება განვითარდეს ასევე მოზარდობისადა ორსულობის პერიოდში, როცა ამ საშენ მასალებზე «მოთხოვნილება» აღემატება მათ მიწოდებას ორგანიზმისათვის.

·    პოსტჰემორაგიული ანემიები - ვითარდება მწვავე ან ქრონიკული სისხლდენების შედეგად.

·   ჰიპო- და აპლასტიური ანემიები - ვითარდება ღეროვანი უჯრედების (ერითროციტების  საწყისი უჯრედები) დაღუპვის ან ფუნქციონირებისდარღვევის შედეგად. თანდაყოლილი მუტაციის შედეგია, ხოლო შეძენილი ანემიები შესაძლებელია განვითარდეს რადიაციის შემდეგ.

·   ჰემოლიზური ანემიები - არის თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი ანემიები ვითარდება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების (მედიკამენტები, ანტისხეულები, მიკრობული შხამები) ან მექანიკური ფაქტორების (მაგ. გულის ხელოვნურ სარქველებთან შეხება) ზემოქმედების შედეგად. თანაყოლილი – მუტაციის შედეგია, მაგ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ერითროციტის მემბრანის დეფექტს ან ანომალურჰემოგლობინს.



ერითროციტების რაოდენობის მომატებას ერითროციტოზი ეწოდება.
  • აბსოლუტური ერითროციტოზი შესაძლებელია იყოს ნორმალური სისხლწარმოქმნის გაძლიერების შედეგი. ის შეიძლება განვითარდეს ფილტვებისქრონიკული დაავადებების, გულის მანკების, თანდაყოლილი ჰემოგლობინოპათიის დროს. ანომალური ჰემოგლობინის მქონე ადამიანებშიკომპენსატორულად იზრდება ერითროციტების რაოდენობა, ვინაიდან ჰემოგლობინს არ შეუძლია ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით გადატანა. თირკმელების ქრონიკული იშემიის დროს ადგილი აქვს ერითროციტოზს, ვინაიდან ხდება ნორმასთან შედარებით ერითროპოეტინის ჭარბიპროდუქცია, რომელიც ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. აბსოლუტური ერთროციტოზის მიზეზი შეიძლება იყოს პათოლოგიური სისხლწარმოქმნა, რაც სისხლმბადი სისტემის სიმსივნური დაავადების – ე.წ. ვაკეზის დაავადების შედეგია.
  • შედარებითი ერითროციტოზი ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოვნების შედეგად.

ერითროციტების რაოდენობითი ცვლილების გარდა შესაძლებელია მათი ზომებისა და ფორმის ცვლილებები.

 

ერითროციტების ცვლილებები ფორმის, ზომების და შეღებვის უნარის მიხედვით ასახულია ანემიების კლასიფიკაციაში:

  • ერითროციტების დიამეტრის შემცირება – მიკროციტოზი აღინიშნება რკინადეფიციტური და ჰემოლიზური ანემიების დროს.
  • მათი დიამეტრის გაზრდა, ანუ მაკროციტოზი აღინიშნება – В12-დეფიციტური და ფოლიუმ-დეფიციტური ანემიების (ვიტამინოდეფიციტური ანემიები) დროს. მაკროციტოზი შესაძლოა იყოს აგრეთვე ჰიპოპლასტიური ანემიების დროს.
  • ერითროციტების ფორმის ცვლილება შესაძლებელია რკინადეფიციტური ანემიების (პოიკილოციტოზი, როცა ერითროციტებს აქვთ სხვადასხვაფორმა), ასევე ზოგიერთი ჰემოგლობინოპათიის (ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, ანუ თალასემია) დროს.

ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილებები

 ლეიკოციტების რაოდენობის მომატებას ეწოდება ლეიკოციტოზი, ხოლო შემცირებას – ლეიკოპენია.

ლეიკოციტოზი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური. პირველი მათგანი შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელ ადამიანებში, ხოლო მეორე – ვითარდება სხვადასხვა დაავადებების დროს.

ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზს იწვევს:

  • საკვების მიღება (ლეიკოციტების რაოდენობა არ აღემატება 10-12 • 109/ლ);
  • ფიზიკური სამუშაო, ცხელი ან ცივი აბაზანის მიღება;
  • ორსულობა, მშობიარობა, მენსტრუაციისწინა პერიოდი.
    .

Γενική εξέταση αίματος: Ποιοι είναι οι βασικοί δείκτες

.
პათოლოგიური ლეიკოციტოზის
მიზეზებია:

  • ინფექციური დაავადებები (პნევმონია, სეფსისი, მენინგიტი, პიელონეფრიტი და სხვ.). იმუნური სისტემის უჯრედების უპირატესი დაზიანებითმიმდინარე ინფექციური პათოლოგიები (ინფექციური მონონუკლეოზი და ინფექციური ლიმფოციტოზი), მიკროორგანიზმებით გამოწვეულისხვადასხვა ანთებითი დაავადებები (პერიტონიტი, ფლეგმონა და სხვ.)*;

*შენიშვნა:

გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი ინფექციური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ლეიკოპენიით (მუცლის ტიფი, მალარია, ბრუცელოზი, წითელა, წითურა, გრიპი, ვირუსული ჰეპატიტი მწვავე ფაზაში);

თუკი ინფექციური დაავადების მწვავე ფაზაში არ არის ლეიკოციტოზი – ეს  არასასურველ ნიშნად ითვლება და მეტყველებს ორგანიზმის დაბალ  რეაქტიულობაზე (წინააღმდეგუნარიანობაზე).

·        არამიკრობული ეტიოლოგიის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და სხვ.);

·        სხვადასხვა ორგანოების ინფარქტები (მიოკარდიუმის, ფილტვის და სხვ.) - მათ საფუძვლად უდევს ასეპტიური ანთება;

·        დამწვრობა დიდ ფართობზე;

·        დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;

·        ავთვისებიანი სიმსივნეები (ონკოლოგია)*;

*გამონაკლისი: ძვლის ტვინში არსებულმა მეტასტაზებმა შესაძლოა დაარღვიოს სისხლწარმოქმნა და გამოიწვიოს ლეიკოპენია.

  • პროლიფერაციით მიმდინარე სისხლის სიმსივნური დაავადებები (ლეიკოზები), თუმცა ეს ეხება მხოლოდ ლეიკემიურ (50-80• 109/ლ ლეიკოციტზემეტი) და სუბლეიკემიურ (50-80• 109/ლ ლეიკოციტი) ფორმებს*;

*გამონაკლისი: ლეიკოციტოზი არ იქნება ლეიკოპენიური (ლეიკოციტების რაოდენობა ნორმაზე ნაკლებია) და ალეიკემიური (ლეიკოციტებისრაოდენობა ნორმაზე ნაკლებია, არ არის ბლასტურიუმწიფარი უჯრედები) ფორმების დროს;

  • ურემია, დიაბეტური კომა;
  • სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა) – ლეიკოციტოზი 15-20 • 109/ლ, ნეიტროფილების რაოდენობის მომატებით 90%-მდე.

ლეიკოპენიაეს არის ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება. მისი გამომწვევი მიზეზებია:

  • ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების (მაგ. ბენზოლის) ზემოქმედება;
  • სხადასხვა სამკურნალწამლო პრეპარატების (ამიდოპირინი, ბუტადიონი, რეოპირინი, სულფანილამიდი, ციტოსტატიკები) მიღება;
  • მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება (რენტგენის გამოსხივება, რადიაცია);
  • სისხლწარმოქმნის დათრგუნვა (უკმარისობა – ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია);
  • სისხლის დაავადებები (ლეიკოზები) – ლეიკოპენიური და ალეიკემიური ფორმები, ასევე სხვა ფორმები ციტოსტატიკების გადამეტდოზირებისშემთხვევაში;
  • სიმსივნური მეტასტაზები ძვლის ტვინში;
  • ელენთის დაავადებები, რომლის დროსაც ამ ორგანოში გაძლიერებულად წარმოებს სისხლის უჯრედების დაშლა (მაგ. სპლენომეგალიით მიმდინარეღვიძლის ციროზი), ლიმფოგრანულემატოზი;
  • ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება (აკრომეგალია, კუშინგის სინდრომი და დაავადება);
    .

Image result for ერითროციტები ლეიკოციტები თრომბოციტები
.

 ლიმფოციტების რაოდენობის ცვლილებები

ლიმფოციტების რაოდენობის მომატებას  ლიმფოციტოზს უწოდებენ. დაქვეითებას – ლიმფოციტოპენიას, ლიმფოპენიას. ეს მდგომარეობები შეიძლებაიყოს აბსოლუტური (ანალიზში აისახება უჯრედების რაოდენობა მოცულობით ერთეულში) ან შეფარდებითი (სისხლის ანალიზში გამოხატება პროცენტებში, ამასთან ლიმფოციტების რაოდენობის შეცვლა ხდება სისხლის შრატში სხვა უჯრედების, მაგ. ნეიტროფილების რაოდენობის მომატების ანდაკლების ხარჯზე).

აბსოლუტური ლიმფოციტოზის მიზეზი შეიძლება იყოს:

  1. ქრონიკული ლიმფოლეკოზი (ორგანიზმის ქსოვილების პროლიფერაციული ზრდა უჯრედების ახლადწარმოქმნა – გამრავლების ხარჯზე);
  2. ქრონიკული სხივური დაავადება;
  3. ბრონქული ასთმა;
  4. თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული პროდუქცია);
  5. ზოგიერთი ინფექციური დაავადება (ყივანახველა, ტუბერკულოზი);
  6. სპლენექტომიის შემდგომი მდგომარეობა (ელენთის ამოკვეთის შემდეგ, მაგ. ტრავმის გამო);
  7. ნარკოტიკების მიღება.

აბსოლუტურ ლიმფოპენიას იწვევს:

  1. ლიმფოიდური სისტემის განვითარების ანომალიები (ამ დროს ძვლის ტვინში ლიმფოციტები არასაკმარისად გამომუშავდება);
  2. მაიონიზებელი გამოსხივება (ზოგჯერ);
  3. სისხლის სისტემის პროლიფერაციული დაავადებები (ლეიკოზები, მიელომა, ლიმფოსარკომა, სარკოიდოზი, კარცინომა);
  4. აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა);
  5. კუშინგის დაავადება, კორტიკოსტეროიდების მიღება;
  6. ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმა (კაზეოზური პნევმონია, მილიარული ტუბერკულოზი);
  7. ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

T ლიმფოციტების რიცხვის განსაზღვრა ხდება როზეტების წარმოქმნის მეთოდის მეშვეობით.

T-ლიმფოციტების რაოდენობა ნორმაში: შეფარდებითი შემცველობა 50-90%, ხოლო აბსოლუტური შემცველობა – 800-2500 ან 0,8-2,5• 10 9 /ლ.

ლიმფოციტების სუბპოპულაციები (T-ჰელპერები, T-სუპრესორები) განისაზღვრება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით. მათი თანაფარდობა, ანუ T-ჰელპერების თანაფარდობა T-სუპრესორებთან, განისაზღვრება თეოფილინის ტესტის გამოყენებით. თეოფილინის ზეგავლენით T-სუპრესორებიკარგავენ როზეტის წარმოქმნის უნარს, რის გამოც ასეთმა უჯრედებმა მიიღეს თეოფილინ-მგრძნობიარე (თმ) უჯრედების სახელწოდება. ე.წ. თეოფილინ-რეზისტენტული უჯრედების (თრ) უმეტეს პროცენტულ შემადგენლობას წარმოადგენენს T-ჰელპერები.

თრ/თმ მაჩვენებელი ნორმაში შეადგენს: 2,5-3,5.

T-ლიმფოციტების რაოდენობის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს:

  1. ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები;
  2. შენელებული ტიპის ზემგრძნობელობის რეაქცია (T უჯრედების ხარჯზე განხორციელებული ალერგიული რეაქციიების სახესხვაობა, მაგ.ალერგიული დერმატიტი);
  3. რეკონვალესცენცია (გამოჯანმრთელება);
  4. ტუბერკულოზი.
    .

Related image
.

T-ლიმფოციტების რაოდენობა შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს:

  1. ქრონიკული ბაქტერიული ინფექციები;
  2. იმუნოდეფიციტი;
  3. სიმსივნეები;
  4. ტუბერკულოზი;
  5. სტრესი;
  6. ტრავმა;
  7. დამწვრობა;
  8. სისხლჩაქცევა;
  9. ალერგიის ზოგიერთი ტიპი;
  10. ინფარქტი.

 

T-ჰელპერების ნორმა:

შეფარდებითი შემცველობა: 30-50%,

აბსოლუტური შემცველობა: 600-1600კლ/მკლ ან 0,6-1,6•109/ლ
T-ჰელპერების რაოდენობის მომატებას იწვევს:

  1. ინფექციები;
  2. ალერგია;
  3. აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტები, ჰემოლიზური ანემია, აუტოიმუნურიგლომერულონეფრიტი და სხვ.);

 

T-ჰელპერების შემცველობის დაქვეითებას იწვევს:

  1. იმუნოდეფიციტეტური მდგომარეობა;
  2. შიდსი;
  3. ციტომეგალოვირუსული ინფექციები;

 

B-ლიმფოციტების ნორმა:

შეფარდებითი შემცველობა: 10-30%

აბსოლუტური შემცველობა: 100-900კლ/მკლ ან 0,1-0,9• 10 9/ლ

B-ლიმფოციტების რაოდენობის მომატებას იწვევს:

  1. ინფექციები;
  2. აუტოიმუნური დაავადებები;
  3. ალერგიული დაავადებები;
  4. ლიმფოლეიკოზები;
  5. მიელომური დაავადება.

B-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებას იწვევს:

  1. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;


____________
წყარო N1
წყარო N2
წყარო N3
წყარო N4
_______________________
მასალა დამუშავებულია და ბერძნულენოვანი ინფორმაციით შევსებულია ქ. ათენში მომუშავე ნევროლოგის გია კვარაცხელიას მიერ

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*