ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ, ელჩმა ისაუბრა საქართველოს მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებზე. მან აღნიშნა, რომ თბილისსა და ბრატისლავას შორის არსებული პირდაპირი ფრენები, ხელს უწყობს საერთაშორისო კავშირების გააქტიურებას. ელჩმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღების მნიშვნელობაზე.
გამოფენას ესწრებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლები და სლოვაკეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
აღნიშნული ფოტო-გამოფენა წარმოადგენს საელჩოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ნაწილს და, ერთდროულად, საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესაც ეძღვნება.