Skip to Content

სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე პატარა და ლამაზი ადგილების რეიტინგში მოხვდა

სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე პატარა და ლამაზი ადგილების რეიტინგში მოხვდა

Be First!

სტეფანწმინდა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

პოპულარულმა ამერიკულმა სამოგზაურო პორტალმა Thrillist-მა სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე პატარა და ლამაზი ქალაქების სიაში შეიყვანა.

სტეფანწმინდა სიაში 20-დან მე-12 ადგილზეა. პირველ სამეულში შედიან ტაილანდური კუნძული ფხიფხი, ჩეხური ქალაქი ჩესკი-კრუმლოვი და მაროკოს ქალაქი შეფშაუენი.

„არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე სტეფანწმინდაში ერთმანეთთან არის შერწყმული. ამ სოფელში ყველას ყურადღებას იპყრობს გორაკი, რომელზეც XIV საუკუნეში აშენებული გერგეტის წმინდა სამება მდებარეობს, მის უკან კი თოვლით დაფარული მყინვარწვერია”, — ნათქვამია ვებ-გვერდზე.

მასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო — ქრისტიანული, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც ყურძნის 500-ზე მეტი სახეობა იზრდება.

მასალის ავტორი ბრიუს ნორსამია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა საქართველოში.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*