Skip to Content

სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას რუსეთიც ვერ შეუშლის ხელს

სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას რუსეთიც ვერ შეუშლის ხელს

Be First!

ნატო–ში გაწევრიანების გადაწყვეტილება თითოეული ქვეყნის თამოუკიდებელი არჩევანია და ამას ვერც ერთი სხვა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი ვერ შეუშლის ხელს.

ამის შესახებ ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა Le Figaro–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება ნატოს წევრების ერთსულოვნებასა და კანდიდატი ქვეყნების სამხედრო ბლოკის გარკვეულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული.

„რუსეთს ვერ ექნება ამ პროცესის დაბლოკვის უფლება, – განაცხადა სტოლტენბერგმა – ეს კანდიდატი ქვეყნების პრეროგატივაა და რუსეთი მათ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“.

„ისიც აღსანიშნნავია, რომ ნატო კი არ ფართოვდება აღმოსავლეთით – აღმოსავლეთის ქვეყნები მოდიან ნატოსკენ“, – თქვა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ნატო-საქართველოს ურთიერთობას საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC – North Atlantic Cooperation Council), რომელსაც 1997 წლიდან ეწოდა ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC – Euro-Atlantic Partnership Council).

2015 წლიდან საქართველო განაგრძობს ნატო-ს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას და ჩართულია ,,გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სამხედრო მომსახურეთა რაოდენობით რიგით მეორე კონტრიბუტორია. 2015 წლიდან საქართველო ასევე, ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF – NATO Response Force).

ასევე, საქართველო განაგრძობს მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში – ,,აქტიური ძალისხმევა” (Active Endeavour), რომელიც ინიცირებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის საფუძველზე

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*