Skip to Content

სტუმრები “კავკასიაში“: მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და ცნობილი ქართველი პიანისტი – დუდანა მაზმანიშვილი.

სტუმრები “კავკასიაში“: მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და ცნობილი ქართველი პიანისტი – დუდანა მაზმანიშვილი.

Be First!

ა.წ. 28 ივლისს, შაბათს, 19:00 საათზე, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული „ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი“ გამართავს მორიგ შეხვედრას და საჯარო ლექცია-საუბარს თემაზე – „ქართული ვოკალური ხელოვნების საერთაშორისო მიღწევები“.

 აღნიშნული თემატიკა ჩვენი უნივერსიტეტისათვის ძალიან აქტუალურია და განიხილება იმ საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომელსაც ვუწოდებთ: „ევროპული სულიერი და კულტურული ფასეულობები და საქართველო“.

 „ათენის ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტი”, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ათენში მყოფ ქართველ და საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ-კულტურული კავშირებით დაინტერესებულ ბერძენ და უცხოელ მსმენელებს.

 წარსულში, სხვადასხვა თემატიკის ლექცია-სემინარებითა და მასტერ-კლასებით ჩვენს ათენელ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ისეთი ცნობილი ადამიანებისათვის, რომლებიცაა მაგალითად: ანზორ ერქომაიშვილი, რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, პაატა ბურჭულაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ოდისეას დიმიტრიადი, თენგიზ ამირეჯიბი, ოთარ ლორთქიფანიძე, ზაზა ალექსიძე, რომან მიმინოშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, ლევან გიგინეიშვილი, ქეთი ნიჟარაძე, თათია მთვარელიძე, თეონა დოლენჯაშვილი, პაატა ნაცვლიშვილი, ზურაბ ცინცქილაძე, გია ბუღაძე, ანი კლდიაშვილი, გიორგი შხვაცაბაია, გია ქემოკლიძე, რომა რცხილაძე, მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე, დენიზა ზუმბაძე, მიხეილ აბრამიშვილი, მურად მთვარელიძე, მარიამ ხაჭვანი, იოვანა კალპაქსი, იანის კარამბიცოს, დიმიტრის ნოლასი, მარტი ლამბრუ, დიმიტრის ნიკუ, კონსტანტინოს სიმოპულოსი და სხვები.

? საღამოს წამყვანი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი, ავთანდილ მიქაბერიძე (ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი).

? დასწრება: თავისუფალია, მოსაწვევი ბარათებით.
? მიმდინარეობს რეგისტრცია ქვემოთ მითითებულ ტელეფონებზე:
 210.7211226 / 6945.381250 / 6999.640412 / 6995.956444

? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა & კულტურის ცენტრი “კავკასია”.

 აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ანიტა რაჭვლიშვილი მონაწილეობას იღებს ათენის ოპერის თეატრისა და ათენის ფესტივალის მიერ „იროდიონში“ დაგეგილი ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ პრემიერის მთავარ როლში სამი სპექტაკლით: 27, 29 და 31 ივლისს.

ინფორმაცია სპექტაკლების შესახებ იხილე:
http://www.nationalopera.gr/gr/event/karmen-2018/

 მოვუწოდებთ ათენის ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეძლებისდაგვარად დავესწროთ ამ უდიდეს კულტურულ მოვლენას ათენის ანტიკურ თეატრში („იროდიო“) და სიამაყით გავუზიაროთ ინფორმაცია კლასიკური მუსიკის მოყვარულ თქვენს ქართველ, ბერძენ და უცხოელ მეგობრებს!

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*