
„სუხიშვილები” შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარება
ანსამბლი საქართველოს დედაქალაქში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული” 16 ნოემბერს უპოვართა დახმარების მიზნით გაერთიანდებიან.
როგორც აღინიშნება, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო სასადილო დახურვის პირასაა და შეიძლება ვეღარ მოახერხოს ასობით ადამიანის გამოკვება. მათი დახმარების მიზნით ცნობილმა ანსამბლმა საქველმოქმედო კონცერტის გამართვა გადაწყვიტა.
საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) 20:00 საათზე დაიწყება. „სუხიშვილები” მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ფილარმონიის სალაროებში, ისე ონლაინ. კონცერტიდან შემოსული თანხა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებულ სასადილოს გადაეცემა.