Skip to Content

“თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში“

“თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში“

Be First!

28 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში“.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი დაესწრო.

იხილეთ ფოტოგალერეა

ექსპოზიცია, თბილისის ისტორიის მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, 2018 წლის 10 იანვრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს 80-90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე იმ 24 არტისტის შემოქმედებას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს პოსტსაბჭოთა საქართველოს რთული პერიოდის სახელოვნებო პროცესისა და ვიზუალური ხელოვნების გარდაქმნაში. ეს ხელოვანები არიან: გია ეძგვერაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, თეა გვეტაძე, თემო ჯავახიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, კარლო კაჭარავა, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლევან ჭოღოშვილი, ლია შველიძე, ლუკა ლასარეიშვილი, მაია ნავერიანი, მაია ცეცხლაძე, მალხაზ დათუკიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, მიშა გოგრიჭიანი, მურთაზ შველიძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, უშანგი ხუმარაშვილი და ქეთი კაპანაძე.

ექპოზიციაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის მიერ შექმნილი, ამავე პერიოდის ამსახველი ფოტოდოკუმენტაცია.

გამოფენის ფარგლებში, მოწვეულნი არიან 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა რეგიონის ხელოვნების თემატიკაზე მომუშავე უცხოელი ხელოვნების კრიტიკოსები და კურატორები: ბერალ მადრა და ვიქტორ მიზიანო, რომლებიც გაგვაცნობენ კვლევას ხელოვნების გლობალური ტენდენციების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ქართველი ხელოვანების შემოქმედებით პროცესებს ასახავს. ფილმი მომზადდა გერმანია-საქართველოს წლის ფარგლებში და, პირველ ეტაპზე, 3 ხელოვანის შემოქმედებაზე მოგვითხრობს – კოკა რამიშვილი, ქეთი კაპანაძე, მამუკა ჯაფარიძე.

პროექტი თანამედროვე ხელოვნების გალერეა ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*