Skip to Content

თამბაქო და ნიკოტინი – ადამიანთა თვითმკვლელობის ისტორია

თამბაქო და ნიკოტინი – ადამიანთა თვითმკვლელობის ისტორია

Be First!

თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ.
*
Image result for columbus tobacco
*

„ამერიკის აღმოჩენამდე“, – წერდა ერთ-ერთი ისტორიკოსი,- „თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. აბორიგენებმა თამბაქო პირველად  კოლუმბს შესთავაზეს“.

თამბაქოს დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მისი სამოცამდე სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდ ორია ძირითადი: ნიკოტინიანი ტობაკუ და ნიკოტინიანი რუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა დღესდღეობით მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული. ნიკოტინიანი რუსტიკა კი ძირითადად ინდოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკაში ხარობს.
*

*

თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. იგი ამერიკიდან ევროპაში XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. პირველად დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ მოაშენეს. რუსეთში თამბაქო XVII საუკუნის დასაწყისში გავრცელდა, საქართველოში კი XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს გახლდათ დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხიანი თამბაქო კი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა.

პირველად კოლუმბმა თამბაქო საფრანგეთში შეიტანა. მსუბუქი ყოფაქცევის ფრანგი ქალები აღმოჩნდნენ ცივილიზებული სამყაროს ქალთაგან პირველები, რომლებმაც სიგარეტი დააგემოვნეს. სწორედ თამბაქოს ექსპორტმა გადაარჩინა ჯეიმსტაუნი, მკვიდრი ინგლისელებით დასახლებული პირველი ქალაქი ჩრდილოეთ ამერიკაში.

უკან დაბრუნებულმა კოლუმბმა ევროპელებს უამბო, როგორ დახვდნენ აბორიგენები თამბაქოს ფოთლებით ხელში, თუმც, ამერიკის აღმომჩენის გარდა, თამბაქოს ისტორია კიდევ ორი ადამიანის სახელთანაა დაკავშირებული:

პირველი მათგანი გახლდათ როდრიგო დე ხერესი (ნახატზე, ქვემოთ) — ქრისტეფორე კოლუმბის ლეგენდარული კარაველას, „სანტა-მარიას“ ეკიპაჟის ესპანელი წევრი. ის კოლუმბის ეკიპაჟს გაჰყვა ამერიკაში პირველი მოგზაურობის დროს, 1492 წელს. ითვლება პირველ ევროპელ თამბაქოს მწეველად.

1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი ბაჰამის კუნძულ სან-სალვადორს მიადგა. ის და მისი თანამგზავრები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: კუნძულის წითელკანიანი მკვიდრნი პირიდან და ნესტოებიდან კვამლის ბოლქვებს უშვებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელებს რელიგიური დღესასწაული ჰქონდათ, რომლის დროსაც ისინი განსაკუთრებულ ბალახს ეწეოდნენ გონების დაკარგვამდე. ხერესმა სწრაფად აიტაცა ეს მავნე ჩვევა და გემ „ნინიას“ საშუალებით ევროპაში დაბრუნდა, ევროპაში ჩამოსულმა ხერესმა აღნიშნული მავნე ჩვევის შესახებ მოუთხრო მშობლიურ ქალაქ აიმონტეს მოსახლეობას. როდესაც პორტუგალიის სამღვდელოებამ დაინახა, როგორ უშვებდა კვამლს როდრიგო ცხვირ-პირიდან, ეშმაკეულად ჩათვალა. ის დააპატიმრეს და მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ხნის განმავლობაში მას ბევრმა მიბაძა, თუმცა ოფიციალურად თამბაქოს წევა კიდევ დიდხანს იყო აკრძალული

*

*
მეორე ადამიანი, რომლის სახელთანაც თამბაქო ასოცირდება, ფრანგი ჟან ნიკო გახლავთ. იგი საფრანგეთის სამეფო კარმა სამომავლო ქორწინების ორგანიზებისთვის ლისაბონში გაგზავნა. სწორედ იქ შეიტყო მან თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და მცენარე დედოფალ ეკატერინე მედიჩის გაუგზავნა, რომელსაც შაკიკი სტანჯავდა. თამბაქომ დედოფალს შვება მოჰგვარა. ამის შემდეგ ეს მოსაწევი საფრანგეთშიც პოპულარული გახდა.
*

*

ჟან ვილმან ნიკოJean Nicot; 1530-1600 წწ.) — ფრანგი დიპლომატი და სწავლული, დაბადებული საფრანგეთის ქალაქ ნიშში, 1559-1561 წლებში საფრანგეთის ელჩი გახლდათ პორტუგალიაში, რათა განეხილა 6 წლის პრინცესა მარგარიტა დე ვალუასა და 5 წლის სებასტიან I-ლის ქორწინების საქმე. პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ შეიძინა თამბაქოს პლანტაციები.

1828 წელს ფრანგმა ქიმიკოსებმა თამბაქოს აქტიური ინგრედიენტი გამოყვეს და ჟან ნიკოს საპატივცემულოდ ნიკოტინი დაარქვეს.

მხოლოდ 80 წლის შემდეგ დაამტკიცა ექიმმა ლეგარმა (საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით) თამბაქოს სამკურნალო ეფექტის მოჩვენებითობა. თამბაქოს მავნებლობის შესახებ კაცობრიობამ მხოლოდ გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიტყო. მანამდე კი ექიმებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ თამბაქო სრულიად უვნებელი იყო.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანია მწეველია და მათი 80% განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. საქართველო აქაც „საპატიო“ ადგილზე დგას – ქვეყნის მოსახლეობის მესამედი აქტიური მწეველია და შესაბამისად, არა მხოლოდ საკუთარ, გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა მოზარდებში – მათი 43% თამბაქოს მომხმარებელია.

საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის – 16-22%.
*
Image result for პატარა მწეველები
*

სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება. საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, კატასტროფაც კია მოსალოდნელი.

ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია, ხოლო ქალებს შორის მწეველობის პროგრესი კატასტროფულია – იგი ბოლო 20 წლის განმავლობაში თითქმის 7-ჯერ გაიზარდა (მათ შორის, გახშირდა თამბაქოს მოხმარება ორსულებშიც).
*
Image result for პატარა მწეველები
*

სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ.

საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები – 12-13 წლის ასაკში. თუ ისინი გააგრძელებენ თამბაქოს წევას, ჩამოუყალიბდებათ მისდამი ძლიერი დამოკიდებულება, რაც მრავალი გართულების წინაპირობაა.
*
Image result for პატარა მწეველები
*

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება,რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი – საშუალო ასაკში, ამდენივე კი – ხანში შესული. 35 წლის ქართველ მამაკაცებს შორის 5-დან ერთი თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.

თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებასა და აირს, მათ შორის: ნიკოტინს, ბენზოლს, კარბონის მონოქსიდს, ამონიუმს, დიმეთილნიტროზამინს, ფორმალდეჰიდს, ციანიდის ჰიდროგენს, აკროლეინს. 60%-ზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის წარმოადგენს კარცინოგენს, მათ შორისაა ისეთი ძლიერი მოქმედების კარცინოგენული აგენტები, როგორიცაა: აზბესტი, დარიშხანი, ბენზოლი და რადონის აირი.


მოზარდები თამბაქოს ჩუმად ეწევიან, ამიტომ სწრაფად ისუნთქავენ ბოლს, ასეთ დროს კი თამბაქოს კვამლში მავნე ნივთიერებები უფრო მეტია (ნელი მოწევისას კვამლში ნიკოტინის დაახლოებით 20% გადადის, ხოლო სწრაფი მოწევიას _ 40%-ზე მეტი). ყველაზე მეტ შხამს სიგარეტის ბოლომდე მოწევის შემთხვევაში ჩავისუნთქავთ.
*

*

სტატისტიკური მონაცემებით: 35-დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი 40-48%-ში ნიკოტინია, ფილტვის კიბოს შემთხვევათა 95% კი სიგარეტის მოწევას უკავშირდება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გვამცნობს, რომ თამბაქოს მოხმარებისაგან ყოველ 8 წამში ერთი ადამიანი იღუპება! როგორც გამოკვლევები აჩვენებენ, ადამინები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია) და აგრძელებენ მას ორი ათწლეულის ან მეტი ხნის განმავლობაში, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე ვიდრე ადამიანები, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ.



აღსანიშნავია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არაა მხოლოდ ფილტვის კიბო ან გულის დაავადებები. ქვემოთ მოცემულია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული, ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი, თავიდან – ფეხის ფრჩხილამდე.

 

  1. თმის ცვენა
    მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე.
    *
    2. კატარაქტა
    მოწევა იწვევს ან აუარესებს თვალის პრობლემებს. მწეველებში 40%-ით მეტია რისკი კატარაქტის განვითარებისა –თვალის ბროლის შემღვრევა, რომელიც ბლოკირებას უკეთებს სინათლის სხივებს და შეიძლება მიგვიყვანოს სიბრმავემდე. მოწევა კატარაქტას იწვევს 2 გზით: თვალის გარეგანი გაღიზიანებით და ფილტვებში ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც სისხლის ნაკადით მიედინება თვალისაკენ.
    მოწევა ასევე ასოცირებულია ყვითელი ლაქის ასაკობრივ დეგენერაციასთან – თვალის ბადურის ცენტრალური ნაწილის დაავადება, რომელიც არ იკურნება. ყვითელი ლაქა პასუხისმგებელია თვალში ცენტრალური მხედველობის ფოკუსირებაზე და კითხვის, მანქანის მართვის, სახეების ან ფერების და საგნების დანახვის შესაძლებლობაზე.
    *
    3. ნაოჭები
    მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის (რომელიც ანიჭებს კანს ელასტიურობას), A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში.
    *
    4. სმენის დაქვეითება
    მოწევა იწვევს ფოლაქების ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებში. ქვეითდება შიდა ყურის სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც მწეველებმა არამწეველებთან შედარებით შესაძლოა სმენა უფრო ადრე დაკარგონ. ისინი უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ინფექციებისადმი. მწეველებში ასევე სამჯერ ხშირია სმენის დაქვეითების შემთხვევები, გამოწვეული შუა ყურის ინფექციური დაზიანებით, რომელსაც შემდგომში შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა მენინგიტი და სახის დამბლა.
    *
    5.
    კანის კიბო
    მოწევა არ იწვევს მელანომას (ზოგჯერ კანის კიბოს ლეტალურ ფორმას), მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის შანსს. მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე.
    *
    6.
    კბილების დაცვენა
    მოწევა მოქმედებს პირის ღრუს ბიოქიმიურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს ქვების ჩამოყალიბებას, აყვითლებს კბილებს. მწეველები ერთნახევარჯერ უფრო ხშირად კარგავენ კბილებს.
    *
    7. ემფიზემა, ფილტვის კიბოსთან ერთად
    მოწევა იწვევს ემფიზემას, ალვეოლების შეშუპებას და გასკდომას, რაც აქვეითებს ფილტვების მიერ ჟანგბადისშთანთქმის და ნახშირორჟანგის გამოყოფის უნარს.
    ექსტრემალურ შემთხვევებში პაციენტებს მხოლოდ ტრაქეოტომია (სასულის – გაკვეთა და მასში სპეციალური მილის შეყვანა, სუნთქვის აღსადგენად) აღუდგენს სუნთქვას. ქრონიკული ბრონქიტი („მწეველთა ბრონქიტი”) იწვევს ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნას, რასაც თან სდევს მტკივნეული ხველა და სუნთქვის გაძნელება.
    *
    8. ოსტეოპოროზი
    გამონაბოლქვში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გაზი – კარბონმონოქსიდი, უერთდება სისხლს ბევრად უფრო ადვილად,ვიდრე ჟანგბადი, რის გამოც ქრონიკულ მწეველებში 15%-ით აქვეითებს ჟანგბადის გადამტანი სისტემის სიმძლავრეს. ამის შედეგად მწეველების ძვლები კარგავენ სიმკვრივეს, ადვილდება მოტეხილობის განვითარების შესაძლებლობა და რთულდება შეხორცების პროცესი. მწეველებს ასევე აქვთ ზურგის ტკივილის პრობლემები. ერთ-ერთმა კვლევან აჩვენა, რომ სამრეწველო საამქროების მუშებს რომლებიც ეწევიან, ხუთჯერ მეტად უვითარდებათ ტრავმის შემდგომი ზურგის ტკივილები.
    *
    9. გულის დაავადებები
    მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მესამე შემთხვევა გამოწვეულია კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადებით. მოწევა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებისა. განვითარებად ქვეყნებში ეს დაავადება წელიწადში 1.000.000-ზე მეტ ადამიანს კლავს, განვითარებულში კი 600.000-ს. მოწევა იწვევს გულისცემის გაძლიერებას, არის არტერიების შევიწროების და წნევის მომატების, ასევე სტენოკარდიული შეტევებისა და ინფარქტის განვითარების რისკი.
    *
    10. კუჭის წყლული
    მოწევა იწვევს იმ ბაქტერიისადმი რეზისტენტობას, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს. იგი ასევე აზიანებს ორგანიზმის შესაძლებლობას გაანეიტრალოს მჟავა საჭმლის მიღების შემდეგ. მწეველებში კუჭის წყლული არის რთული სამკურნალო და შესაძლებელია განმეორდეს.
    *
    11. ფერშეცვლილი თითები
    კუპრი, რომელიც არის სიგარეტის კვამლში, გროვდება თითებზე და თითის ფრჩხილებზე, რაც მათ მოყვითალო-მოყავისფრო ფერს აძლევს.
    *
    12. საშვილოსნოს კიბო და ნაყოფის სიმახინჯეები

    გარდა იმისა, რომ მწეველებში იზრდება რისკი საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისა, ასევე მოწევა ქალებში იწვევს ფერტილურ (ნაყოფიერების) პრობლემებს და ორსულობისა და მშობიარობის გართულებებს. მოწევა ორსულობის პერიოდში ზრდის მცირეწონიანი და შემდგომში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვის დაბადების რისკს. თანდაყოლილი სიმახინჯეები 2-3-ჯერ უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში. დღენაკლულობა ასევე უფრო ხშირია მწეველთა ბავშვებში, რადგანაც მოწევით გამოწვეული კარბონმონოქსიდი და ნიკოტინი იწვევენ ჟანგბადის ნაკლებობას და პლაცენტარულ დარღვევებს. ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი ასევე დაკავშირებულია მოწევასთან. გარდა ამისა, მოწევას შეუძლია დააქვეითოს ესტროგენების დონე, რაც იწვევს ნაადრევ მენოპაუზას.
    *
    13.  სპერმატოზოიდების დეფორმაცია
    მოწევას შეუძლია დააზიანოს სპერმატოზოიდები და მათი დნმ-ი, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სიმახინჯეები ან დაბადების დეფექტი. ზოგიერთმა კვლევან აჩვენა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ეწევიან, უფრო მეტი რისკი აქვთ შეეძინოთ ბავშვი, რომელსაც ექნება კიბოს წინასწარგანწყობა. მოწევა ასევე ამცირებს სპერმის რაოდენობას და ამცირებს სისხლის დინებას სასქესო ორგანოში, რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია. ინფანტილურობა უფრო ხშირია მწეველებში.
    *
    14.
    ფსორიაზი
    მწეველებს ორ-სამჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ განუვითარდეთ ფსორიაზი, კანის არაგადამდები დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით და ტოვებს წითელ წყლულოვან ლაქებს მთელს სხეულზე.
    *
    15. ბერგერის დაავადება
    ბერგერის დაავადება, ასევე ცნობილია როგორც მაობლიტირებელი თრომბოანგიიტი, ფეხის ვენების, არტერიების და ნერვების ანთება, ანუ სისხლის დინების შეზღუდვა. იგი განუკურნებელია. ამ დაავადებას მივყავართ განგრენამდე (ქსოვილის სიკვდილი) და დაზიანებული მონაკვეთის ამპუტაციამდე.
    *
    16. კიბო
    თამბაქოს კვამლში შემავალი 59 ელემენტი კარცენოგენულია ანუ იწვევს კიბოს. მწეველებში 22-ჯერ მეტია რისკი იმისა,რომ განუვითარდეთ ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველებში. გამოკვლევების მიხედვით, რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი, მით მეტია რისკი, რომ განვითარდეს კიბოს სხვადასხვა სახეები, როგორიცაა: ცხვირის კიბო (2-ჯერ მეტი), პირის, სანერწყვე ჯირკვლის და ხორხის (6-დან 27-ჯერ), ყელის (12-ჯერ), საყლაპავის (8-დან 10-ჯერ), ხახის (10-დან 18-ჯერ), კუჭის (2-დან 3-ჯერ), თირკმლის (5-ჯერ), შარდის ბუშტის (3-ჯერ), სასქესო ორგანოს (2-დან 3-ჯერ), პანკრეასის (2-დან 5-ჯერ), სწორი ნაწლავის (3-ჯერ) და ანუსის (5-დან 6-ჯერ). ზოგიერთი კვლევით აღმოჩნდა კავშირი მოწევასა და მკერდის კიბოს შორის.(ქვედა ვიდეოფილმში მოწევის მავნებლობაზე რუსეთში მოღვაწე, სახელგანთქმული ქართველი ქირურგი ლეო ბოკერიაც საუბრობს )


რატომ
უნდა დავანებოთ თავი მოწევას

საფუძველშივე მცდარია აზრი, თითქოს თამბაქოსთან განშორება თითქმის შეუძლებელი იყოს, ანდა შხამით ერთხელ და სამუდამოდ დაბინძურებულ ორგანიზმს ჯანმრთელობას ვეღარაფერი უბრუნებდეს.
მნიშვნელობა აქვს ყოველ დღეს. ყოველი მოწეული ღერი სიკვდილს უფრო მეტად გაახლოებთ, თავის დანებება კი, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ და მოწევის რა ხანგრძლივი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, რისკს მაინც შეამცირებს. თუმცა, ცხადია, სხვადასხვა ხარისხით და რაც უფრო გვიან, მით უფრო ნაკლებად.
*
Image result for პატარა მწეველები

*
დამტკიცებულია, რომ:

ყოფილი მწეველები ჯერ კიდევ მწეველებზე უფრო მეტხანს ცოცხლობენ. ასე, მაგალითად: თუ მოწევას 50 წლამდე დაანებებთ თავს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში გარდაცვალების რისკი 1,5-ჯერ ნაკლები გექნებათ, ვიდრე მათ, ვინც მოწევას განაგრძობს.
თავის დანებება ამცირებს გულის დაავადების, კიბოს, ინსულტის, ფილტვის ქრონიკული დაავადების განვითარებისსაფრთხეს.
ქალებს, რომლებმაც თამბაქოს წევას დაფეხმძიმებამდე ანდა ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დაანებეს თავი, მცირეწონიანი ბავშვის დაბადების ალბათობა თითქმის ისევე მცირე აქვთ, როგორც არამწეველებს.
*
Image result for პატარა მწეველები
*
თამბაქოს მსხვერპლი გახდა ცნობილი მუსიკოსი, ჯგუფ „ბითლზის” წევრი, ჯორჯ ჰარისონი – 58 წლის ასაკში, აგრეთვე, ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი და ანიმატორი უოლტ დისნეი – 67 წლის ასაკში. ორივე მათგანის სიკვდილის მიზეზი მოწევისგან გამოწვეული ფილტვის კიბო გახლდათ.
*
Image result for პატარა მწეველები
*

ბოლო დროს, წიგნებისა და ფსიქოლოგების დახმარებით, ბევრმა შეძლო სიგარეტის გადაგდება, ბევრისთვისაც სიგარეტზე უარის თქმა ძალიან ძნელია.

ცნობილი მწერალი მარკ ტვენი ჩვეული იუმორით წერდა: „მოწევისთვის თავის დანებება ძალიან ადვილი საქმეა. პირადად მე 74-ჯერ დავანებე თავი”. ეს გამონათქვამი ამ მომაკვდინებელი დამოკიდებულებისაგან თავის დახსნის თანადროულ სიიოლეზე და სირთულეზე უთითებს – სადღაც, მათ შორის კი – ჩვენი, ადამიანების სიცოცხლეა.
*

*
_________________________________________
მასალა დამუშავებულია ქ. ათენში მომუშავე ნევროლოგის გია კვარაცხელიას მიერ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*