
თანამედროვე ცეკვის ფესტივალი თბილისში ჟერომ ბელი – „გალა“
12 და 13 სექტემბერს, 20:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, თანამედროვე ცეკვის ფესტივალის საერთაშორისო შოუქეისის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის, ჟერომ ბელის დადგმა “გალა”.
„გალა” თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო სცენაზე ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე უმასპინძლა მრავალმა ფესტივალმა და საცეკვაო სცენამ. “გალა” ოცი სხვადასხვა ასაკისა და სოციალური წარმომავლობის ადგილობრივ პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეს აერთიანებს; ეს არის სპექტაკლი იმაზე, თუ როგორ აერთიანებს ცეკვა ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს.
პროექტის მხარდამჭერია სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO); ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის პარტნიორია ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
კონცეფცია: ჟერომ ბელი
ასისტენტი: მაქსიმ ქარვერსი
ადგილობრივი დადგმის ასისტენტები: კიარა გალერიანი და ენიკე ლოპესი.
მონაწილეები: ქართველი პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეები
კოსტიუმები: შერჩეულია მოცეკვავეების მიერ
წარმოება: რ. ბ. ჟერომ ბელი (პარიზი)
ხანგრძლივობა: 90 წუთი
სამხატვრო და კომპანიის განვითარების კონსულტანტი: რებეკა ლი
წარმოების მენეჯერი: სანდრო გრანდო
მრჩეველი ტექნიკურ საკითხებში: ჟილ გენტნერი