Skip to Content

თავდაცვითი კოშკი ხოვლეში საქართველოს კულტურული მემკვიდროების ძეგლად გამოცხადდა

თავდაცვითი კოშკი ხოვლეში საქართველოს კულტურული მემკვიდროების ძეგლად გამოცხადდა

Be First!

იანვარ-თებერვალში ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხას ეკლესიები და სხვადასხვა ისტორიული ნაგებობები შეემატა

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეში მდებარე XVI-XVII საუკუნის კოშკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მიიღო.

კოშკი დგას სოფელ ხოვლეს ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე და სათავდაცვო ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. კვადრატულია (7,3×7,3 მ), ზევითკენ ოდნავ შევიწროვებული.

Башня XVI века в селе Ховле в районе Каспи
Башня XVI века в селе Ховле в районе Каспи

„ხოვლეს კოშკი გვიანი შუა საუკუნეების ცალკე მდგომ სათავდაცვო ნაგებობათა ნიმუშს წარმოადგენს, XVI-XVII საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდის შესაბამისი მახასიათებლები აქვს: კუთხოვანობა, მრავალსართულიანობა, სათოფურთა მოყვანილობა, თაღოვანი ბუხრები. სართულშორის მისადგმელი კიბით მაკავშირებლობა. ასეთი ცალკე მდგომი კოშკები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კარგადაა შემორჩენილი“, — ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კოშკი ხუთსართულიანია. შესასვლელი მეორე სართულზე სამხრეთის კედელშია გაკეთებული, სადაც მისადგმელი ხის კიბით ადიოდნენ. სართულშორისი გადახურვა ასევე ხის იყო.  კოშკის თითოეულ კედელში დატანებულია სარკმელ-სათოფურები.

Башня XVI века в селе Ховле в районе Каспи
Башня XVI века в селе Ховле в районе Каспи

მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელსა და მოთხე სართულის დასავლეთ კედელში ოდესღაც თაღოვანი ბუხრები იყო. მეხუთე სართული სანახევროდ მონგრეულია, ამიტომ მის აგებულებასა და დანიშნულებაზე რაიმეს თქმა რთულია, აღნიშნავენ სააგენტოში.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*