Skip to Content

თბილისის ფოტო-ფესტვალი 2017

თბილისის ფოტო-ფესტვალი 2017

Be First!

13-20 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, TBILISI PHOTO FESTIVAL 2017-ის გახსნის კვირეული გაიმართება.
რიგით მერვე ფოტო ფესტივალის პროგრამაში 50-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები. ტრადიციისამებრ, ფესტივალის გახსნის კვირეულის მანძილზე, თბილისი კავკასიის რეგიონის “ფოტოგრაფიის დედაქალაქის“ სტატუსს მოირგებს.

2017 წლის ფოტო ფესტივალი მოდის ფოტოგრაფიის თემაზე იქნება აგებული. ფესტივალის პროგრამის ორი ცენტრალური ღონისძიება 2017 წელს XX და XXI საუკუნეების მოდის ფოტოგრაფიის მეგავარსკვლავების ნამუშევრების ჩვენებას მოიცავს – ფოტო ფესტივალის ფარგლებში კავკასიაში პირველად იქნება ნაჩვენები ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენის და ჰოლანდიელი არტსიტის ვივიან  სასენის ნამუშევრები.

გი ბურდენი – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფი; მან არა მხოლოდ მოდის, არამედ ზოგადად, 20-ე საუკუნის მეორე ნახევრის ფოტოგრაფიის განვითარებაზე მოახდინა გარდამტეხი გავლენა და ფოტოგრაფთა მომდევნო თაობების დიდ ინსპირაციად იქცა.

ვივიან სასენი – თანამედროვე მოდის ფოტოგრაფიის ყველაზე აღიარებული და მნიშვნელოვანი ავტორი; მისი შემოქმედება მოდის ფოტოგრაფიაში ახალი ესთეტიკური სტანდარტის დანერგვის ბრწყინვალე მაგალითია. მას ერთ-ერთ ყველაზე თამამ და ინტელექტუალურ ავტორად ასახელებენ.

ფოტო ფესტივალის გახსნის კვირეულის პროგრამა:

13 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ფოტო ფესტივალი არაორდინალური ღონისძიებით გაიხსნება – თბილისის ისტორიულ უბანში, ღია ცის ქვეშ, ცოცხალი მუსიკის თანხლებით ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენის ფოტოების გამოფენა მოეწყობა (მის: ახალი ტფილისი/დ. აღმაშენებლის 38, რუინები); თანამედროვე ქართველი მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე, გამოფენის მსვლელობისას, სპეციალურად ფოტო ფესტივალის  გახსნისთვის შექმნილ მუსიკას შეასრულებს.

14 სექტემბერს, 19:00 საათზე, გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში (მის: გ. ჭანტურიას ქ. 8) ვივიან სასენის ცნობილი ფოტოების დიდი სერია სახელწოდებით – In And Out Of Fashion გამოფენის და ვიდეო ინსტალაციის სახით იქნება წარმოდგენილი.

15 სექტემბერს, 18:30 საათზე, სასტუმრო Rooms-ის საკონფერენციო დარბაზში (მის: მ.კოსტავას ქუჩა 14) გაიმართება ექსკლუზიური შეხვედრა ვივიან სასენთან, რომლის მოდერატორიცაა კორალი გოტიე, პარიზის ორი ყველაზე ცნობილი კლუბის – Silencio და Salo შემქმნელი და პროგრამების დირექტორი.

15 სექტემბერს, 20:00 საათზე, კლუბი “ლოლიტა“, (მის. თ. ჭოველიძის ქ. 7) ფესტივალის ერთ-ერთ ცენტრალურ გამოფენას “იდენტობები“ უმასპინძლებს, რომელიც 12 გამოფენას აერთიანებს. გამოფენები, რომელთა დიდი ნაწილიც დამთვალიერებელს ჯერ არ უნახავს, ფოტოგრაფიულ გამოსახულებაში იდენტობის რეპრეზენტაციის ფორმებზე  იდეოლოგიისა და მოდის გავლენების კველევაზეა ფოკუსირებული.

16 სექტემბერს, “ფაბრიკაში“ (ე.ნინოშვილის ქუჩა. 8)  მოეწყობა ფესტივალის ყველაზე ხალხმრავალი და ორიგინალური ღონისძიება “ფოტოგრაფიის ღამე“ – ღამის ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ. 350-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარს მსოფლიოს 20 ქვეყნის ფოტო ფესტივალი, ფოტო სააგენტო, პერიოდული გამოცემა და ინსტიტუცია წარმოადგენს. მათ შორის არიან, ადგილობრივი და რეგიონული ფოტოგრაფები, ასევე, გამოსახულების ინდუსტრიის აღიარებული საერთაშორისო ლიდერები – “იტალიური ვოგი“, British Journal of Photography, lensculture
და მრავალი სხვა.

2017 წელს „ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამა  ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების სიმრავლით არის გამორჩეული. მოდის ფოტოგრაფები, ისევე როგორც დოკუმენტური ფოტოგრაფები და მათ მიერ გადაღებული აგვისტოს ბორჯომის ტყის ხანძარიც ფოტოგრაფიის ღამის პროგრამაშია,  ისევე როგორც პრესტიჟული არლის ფოტო ფესტივალის  სელექცია!

17 სექტემბერს, 20:30 საათზე, სასტუმრო Rooms-ის ეზოში, პრესტიჟული ფოტო სააგენტო “მაგნუმი“ ფოტო – 70 წლისთავს თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნავს – გაიმართება სლაიდშოუ, სადაც ცოცხალი მუსიკის თანხლებით  სააგენტოს 70 ფოტოგრაფის 70 ფოტო იქნება ნაჩვენები.

15 სექტემბერიდან 19 სექტემბრამდე, კლუბში „ლოლიტა“ (მის.თ.ჭოველიძის ქ. 7  ) ფოტო ფესტივალის ფარგლებში, ფოტო წიგნის რიგით მეორე საერთაშორისო  ბაზრობა გაიმართება, რომელიც ფოტო ფესტივალის პუბლიკას ექსკლუზიური ფოტო წიგნების სელექციას შესთავაზებს. მათ შორის იქნება ცნობილი იაპონური ფოტო წიგნები, საუკეთესო პოლონური ფოტო წიგნების სელექცია, თურქული გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი წიგნები და ქართველი და რეგიონული ფოტოგრაფების მიერ გამოცემული ფოტო წიგნები; ისევე როგორც საერთაშორისო ფოტოგრაფიის ცნობილი ავტორების წიგნები.

Tbilisi Photo Festival 2016-ის ძირითადი პარტნიორები არიან:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.

პარტნიორთა შორის არიან: Rooms Hotels, “, ლოლიტა, „ფაბრიკა“ ფრანგული ინსტიტუტი, ინდოეთში საქართველოს საელჩო, სადაზღვევო კომპანია “არდი”…

თბილისი ფოტო ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ:
http://www.tbilisiphotofestival.com/en/programme

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*