Skip to Content

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

Be First!

20 ივლისს, 12:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიაში (მე-20 სართული) გაიმართება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია – პროგრამის პრეზენტაცია. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.

2017 წლის შემოდგომაზე თბილისი რიგით მე-9 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. 18 სექტემბერიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალი წარადგენს: საერთაშორისო პროგრამას, პროგრამას New, ქართული სპექტაკლების პროგრამას (2- 6 ოქტომბერი), ფესტივალის კლუბის პროგრამას. ასევე, საერთაშორისო გამოფენებს, კონფერენციებს, სპეციალურ სტუმრებს, ვორქშოფებს და სემინარებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის თეატრალური დასები.

მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს სახელგანთქმული კშიშტოფ ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და დედ ცენტრის „ჩეხოვის ბოლო პიესა“, ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები; ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ გასროლილი კითხვები- მომავლის განსზაღვრისათვის – შტოლპეშტაინე.

ასევე ტრადიციულად, თეატრის შენობის გარეთ – წელს ღია ცის ქვეშ – მაყურებელი როკ-ბენდისა და საჰაერო შოუს სინთეზს „მუარე“ -ს იხილავს (კომპანია „დუშამ პილოტი“ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი) ამწეზე დაკიდებული პერფორმერები ჰაერში სკულპტურულ კომპოზიციებს, სხვადასხვა ფიგურებს გამოსახავენ, ამ ყველაფერს კი ფონად „დიუშამ პილოტის“ ორიგინალური მუსიკა ახლავს.

2-6 ოქტომბერს გაიმართება ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase! ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას 90-მდე საერთაშორისო სტუმარი ეყოლება.

წელს ფესტივალის კლუბი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი პროგრამით  უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებელს თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა პოპულარობა და საერთაშორისო აღიარება მცირე დროში მოიპოვა. როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, თბილისის ფესტივალიც ერთგვარი ფანჯარაა მსოფლიოში მოქალაქეებისათვის.
თბილისისათვის ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, კულტურული ხიდი დასავლეთსა და ღმოსავლეთს შორის; თანამედროვე მსოფლიოსთვის კი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე , ადგილი, სადაც უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწურავი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება ხდება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*