Skip to Content

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად ღონისძიებებს ახორციელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად ღონისძიებებს ახორციელებს

Be First!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად ღონისძიებებს ახორციელებს.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაცხადეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, „საქართველო თამბაქოს გარეშე“ ღონისძიება გაიმართა. თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით კი ჩატარდა ტრენინგი – “თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობა, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის დონეზე“.

„საქართველო, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველია მწეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, შესაბამისია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების რაოდენობაც ქვეყანაში. ამიტომაც განგაშის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. შესაბამისია ჩვენი რეაქციაც. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, კურსდამთავრებულები ყველაზე ნათლად ვხედავთ ამ სავალალო შედეგებს, ამიტომაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს.

უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის მიხედვით, მოწევა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მკაცრად იკრძალება. დარღვევის შემთხვევაში სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის მოქმედებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა, განმეორებითი დარღვევა კი ისჯება უმკაცრესად“, – აცხადებენ სამედიცინო უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ცდილობს მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაცია მიიტანოს სტუდენტებსა და თანამშრომლებთან.

„ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ბრძოლას თამბაქოს მოხმარებასთან. მხარს ვუჭერთ ყველა წამოწყებასა და ინიციატივას, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ამ ბრძოლას და მომხრე ვართ დროულად მიიღონ და ამოქმედდეს შესაბამისი კანონმდებლობა“, – განაცხადეს სამედიცინო უნივერსიტეტში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*