Skip to Content

თბილისში მათემატიკის ფესტივალი გაიმართება

თბილისში მათემატიკის ფესტივალი გაიმართება

Be First!

აღსანიშნავია, რომ „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღე ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიზიკოსის – ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეს ემთხვევა.

საქართველოში 14 მარტს მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ ინიციატივით მათემატიკის მესამე ფესტივალი გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მათემატიკის ფესტივალში 50–მდე საჯარო და კერძო სკოლა მიიღებს მონაწილეობას. სასკოლო გუნდები მათემატიკურ თემებზე სხვადასხვა პროექტებს წარმოადგენენ.

ოლიმპიადის ფარგლებში ასევე ჩატარდება „პი“ რიცხვის კონკურსი. კერძოდ, მოსწავლეები ერთმანეთს სულ უფრო მეტი რაოდენობის ციფრების დამახსოვრებაში შეეჯიბრებიან. გასულ წელს კონკურსის გამარჯვებულმა 201 ციფრის დამახსოვრება შეძლო.

ღონისძიების ორგანიზატორების სიტყვებით, ფესტივალის მიზანი მათმატიკის პოპულარიზაცია, საზოგადოებისთვის სკოლების წარდგენა, სასკოლო ცხოვრების გაცოცხლება, მოსწავლეებს შორის მოტივაციის ამაღლება და კრეატიული იდეების წახალისებაა.

მათემატიკის ფესტივალი „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღეს (International π Day) გაიმართება. ეს დღე პირველად სან–ფრანცისკოს სამეცნიერო–პოპულარულ მუზეუმში (San Francisco Exploratorium) აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიზიკოსის – ალბერტ აინშტაინის დაბადების დღეს ემთხვევა.

ოლიმპიადა „ევერესტი“ 2006 წელს XXI საუკუნის სკოლის მოსწავლეებმა და მათემატიკის მასწავლებელმა დაჩი ნანობაშვილმა დააარსეს. ოლიმპიადაში II–VI კლასების მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*