
თბილისში სანდრო ბოტიჩელის “ვენერას” გამოფენა გაიხსნება
0
Be First!
თბილისში, მსოფლიო მნიშვნელობის შედევრის სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“ გამოფენა იგეგმება, რომელიც ტურინის სამეფო მუზეუმის საბაუდას გალერეაშია დაცული.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით გამოფენის გახსნა დაგეგმილია 2017 წლის 3 ოქტომბერს, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ივან სკალფაროტოს თბილისში ვიზიტის მსვლელობის დროს, ხოლო დახურვა დაგეგმილია 30 ნოემბერს, საერთაშორისო „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დამთავრების შემდგომ.
მსოფლიო შედევრი ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინება. ბოტიჩელის ტილოს ტრანსპორტირებასა და ექსპოზიციაზე კომპანია Associazione Culturale Metamorfosi` (ასოციაცია მეტამორფოზა) იზრუნებს.
გამოფენის ორგანიზებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 75 ათასი ევრო დაიხარჯება