
თბილისში წიგნის მუზეუმი იხსნება
დღეს 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
წიგნის მუზეუმი ბოლო ათწლეულების ყველაზემასშტაბური პროექტია ამ სფეროში. მუზეუმი ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენაა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 1) საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.; 2) „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; 3) ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით; 4) ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით.
ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის – ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათიგამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდაშესაძლებელი. ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლებისფონდი“. ამ ფონდის მხარდაჭერით მოხდა იმ იდეის განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევგალაკტიონმა გამოთქვა წლების წინ (საქართველოში წიგნის მუზეუმის მოწყობა სწორედ მისიჩანაფიქრი იყო).
საქართველოში პირველი და რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, რომლის ფონდიც 19 ათასზემეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმატებულითანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.