Skip to Content

თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის V კოლოკვიუმი „თეატრი და პოპულიზმი“

თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის V კოლოკვიუმი „თეატრი და პოპულიზმი“

Be First!

4 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიხსნა თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის V კოლოკვიუმი და დისკუსია თემაზე – „თეატრი და პოპულიზმი“.

იხილეთ ფოტოგალერეა

კოლოკვიუმში მონაწილეობენ თეატრმცოდნეები, კრიტიკოსები, ლიტერატორები შვედეთიდან, საბერძნეთიდან, ნიგერიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან. ღონისძიების მონაწილეთა შორის არიან: მარგარეტა სორენსონი (შვედეთი), ჯეფრი ჯენკინსი(აშშ), ლევან ბერძენიშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, დავით ბუხრიკიძე, თამარ ცაგარელი, ანარ ერკებაი (ყაზახეთი), კრისტინ სირჟოლ (საფრანგეთი), ლეანდროს პოლენაკის(საბერძნეთი), ტაივო აფოლაბი(ნიგერია) და სხვა. დისკუსიას გაუძღვება ზურაბ ქარუმიძე.

ღონისძიების, რომელიც თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდაჭერით, უკვე მეხუთედ ტარდება, ორგანიზატორია თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექცია. ეს არის ფაქტობრივად უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი სადისკუსიო სივრცე, სადაც ქართული თეატრის კრიტიკოსებს უცხოელკოლეგებთან სამეცნიერო მუშაობისა და მსოფლიოს უახლესი თეატრის შესახებ ინფორმაციის გაცვლის საშუალება ეძლევათ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*