Skip to Content

თეოლოგიაში პირველი სადოქტორო ნაშრომი შეიქმნა

თეოლოგიაში პირველი სადოქტორო ნაშრომი შეიქმნა

Be First!

საქართველოს საპატრიარქოში თბილისის სასულიერო აკადემიის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, სადაც დისერტანტმა ირაკლი ორჟონიამ თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაცია წარმოადგინა.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. მინისტრის განცხადებით, კვლევები თეოლოგიაში სცილდება ერთი დარგის ფარგლებს, სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე ხდება მთელ საზოგადოებაში უზენაესი ღირებულებების და ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი ორიენტირების ჩამოყალიბება.

აქედან გამომდინარე, სადოქტორო დისერტაციის დაცვა თეოლოგიაში, განიხილება ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე.  მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ რელიგიის საკითხების კვლევას საუკუნოვანი ისტორია გააჩნია ჩვენს ქვეყანაში და მნიშვნელოვანია რომ აღდგა ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც წარმატებით გაგრძელდება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*