Skip to Content

თსუ-ს სტუდენტებმა საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში წარმატება მოიპოვეს

თსუ-ს სტუდენტებმა საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში წარმატება მოიპოვეს

Be First!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატება მოიპოვეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებისგან შექმნილმა გუნდმა ვაშინგტონში (აშშ) ფილიპ ჯესაპის სახელობის 59-ე საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე წარმატებას მიაღწია.

თსუ-ს გუნდი, რომელიც ეროვნულ რაუნდებში მიღწეული შედეგით ვაშინგტონში საქართველოს წარმოადგენდა, 95 ქვეყნის 121 გუნდიდან საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა (ზეპირ გამოსვლებსა და წერილობითი კომპონენტში მიღებული ჯამური შეფასების საფუძველზე); ხოლო გუნდის წერილობითი პოზიციის დოკუმენტები (მემორიალები) განმცხადებლისა და მოპასუხის მემორილების ჯამური ქულით საუკეთესო 20 მემორიალს შორის მოხვდა, კერძოდ გავიდა მე-17 ადგილზე და შედეგად გუნდმა Alona E. Evans-ის ჯილდო მიიღო.

2017 წლის გაზაფხულის სემესტრის დასასრულს, აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ, ორი საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შეირჩა და მომზადდა საერთაშორისო სამართლის ცნობილი მეცნიერის ჯესაპის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესების კონკურსში მონაწილე გუნდი. გუნდის წევრები იყვნენ საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები – გიორგი ბაიძე, ნანუკა ყრუაშვილი და თამთა შამათავა, კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი – ნინო გოშხეთელიანი და მწვრთნელი, დოქტორანტურის სტუდენტი – თამთა ზაალიშვილი.

თსუ სტუდენტებმა ეს გამარჯვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*