Skip to Content

თსუ-ის სტუდენტები რუსულ საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებიან

თსუ-ის სტუდენტები რუსულ საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებიან

Be First!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსულ საზაფხულო ბანაკში, მიემგზავრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Кавказ.Реалии ავრცელებს.

“ყაბარდო-ბალყარეთის (რუსეთი) ბერბეკოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამ დღეებში, ფონდ Русский мир-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ჩვენი ხალხების მეგობრობის ფესვები ჩვენს ისტორიაშია.” საზაფხულო სკოლის პროექტის მონაწილეებს შორის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 4 სტუდენტიც მოხვდა, რომლებიც ყაბარდო-ბალყარეთს პირველად ეწვევიან . ჯგუფის ხელმძღვანელი – ცნობილი ქართველი პროფესორი, ჯონი კვიციანია, რომელიც წლების განმავლობაში ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა” – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, საზაფხულო სკოლის პროგრამა 5-დღიანია. ორგანიზატორების თქმით, პროგრამა ითვალისწინებს ლექციებს, სალიტერატურო საღამოებს, მეჯლისსა და პატიგორსკისა და სხვა ქალაქების მუზეუმებში ვიზიტს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ფონდი Русский мир 2007 წლის 21 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებლებით შეიქმნა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*