Skip to Content

თურქეთი ევროკავშირთან მიგრაციულ ხელშეკრულებას წყვეტს და ლტოლვილთა ნაკადით საბერძნეთის წალეკვას იმუქრება

თურქეთი ევროკავშირთან მიგრაციულ ხელშეკრულებას წყვეტს და ლტოლვილთა ნაკადით საბერძნეთის წალეკვას იმუქრება

Be First!

„თურქეთი ევროკავშირთან ხელშეკრულებაზე უარს ამბობს“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირთან ურთიერობების რეგულირების მინისტრმა ომერ ჩელიკმა.

მიგრაციული კრიზისის საწინააღმდეგო ერთობლივი გეგმა შეთანხმებული იქნა 2016 წლის მარტში. ხელშეკრულების თანახმად, ევროპა უკან აბრუნებდა თურქეთის ტერიტორიიდან საბერძნეთში შემოსულ ყველა არალეგალს. საპასუხო დათმობის  სახით, ოფიციალური ბრიუსელისგან თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება უნდა განხორციელებულიყო.

ომარ ჩელიკის თქმით, თურქეთმა განახორციელა ხელშეკრულების საკუთარი ვალდებულება, ევროკავშირისგან  განსხვავავებით, რომელმაც სიტყვა არ შეასრულა. „დღესდღეობით, აშკარად ჩანს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს არ ძალუძთ ობიექტური პოზიციის დაფიქსირება თურქეთის მოქალაქეთა ვიზალიბერალიზაციის საკითხის მიმართ, რის გამოც დროა, გადახედილი იქნეს ერთობლივი მიგრაციული ხელშეკრულება“, – განმარტა თურქმა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ხელშეკრულების შესაძლო ანულირების შესახებ წინა კვირაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმაც განაცხადა.


 საბერძნეთს მიგრანტთა და ლტოლვილთა ახალი ტალღის მიღება მოუწევს. საკითხავია, რა საპასუხო ქმედებას მიმართავს საბერძნეთის ხელისუფლება?

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*