Skip to Content

თურქეთში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თურქეთში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

Be First!

თურქეთის ქ. დუზჯეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში თურქეთის ქ. დუზჯეში ჩატარდა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და გამოიფინა ქართული კალიგრაფიული ნამუშევრები.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძე შეხვდა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ნიგარ დემირჯან ჩაქარს და ქართულ კალიგრაფიულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს საელჩოს სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*