Skip to Content

უკრაინასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი

უკრაინასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი

Be First!

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინის დელეგაციის წევრების ოფიციალური მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ხოლო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სახელით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა მოაწერეს.

პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პეტრო პოროშენკომ სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნებს შორის განათლების კუთხით თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოში გატარებული რეფორმების გაზიარება, უკრაინისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*