
ურთიერთგაგების მემორანდუმი
0
Be First!
12 თებერვალს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კორეის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა დო ჯონგჰანმა (Do Jongwhan) სპორტის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი ესწრებოდა.
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, სპორტის ხელშეწყობა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.