
„Vagif, as I know him“ ფილმის პრემიერა
27 ნოემბერს, კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის’’ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ცნობილი აზერბაიჯანელი ჯაზ-შემსრულებლის, ვაგიფ მუსტაფა ზადეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა, სახელწოდებით „Vagif, as I know him“.
ფილმის ჩვენებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
დოკუმენტური ფილმი აერთიანებს სხვადასხვა ეპიზოდს ჯაზ-შემსრულებლის ცხოვრებიდან, ასევე, ცნობილი მუსიკოსების მოსაზრებებს, ვირტუოზი პიანისტისა და კომპოზიტორის, ვაგიფ მუსტაფა ზადეს შესახებ.
ცნობილმა პიანისტმა თავისი სიცოცხლის ნახევარი საქართველოში გაატარა. 1965 წელს, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ის თბილისში ჩამოვიდა და იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულ ჯგუფ „ორერაში“ უკრავდა. ამავდროულად, მან ჯაზ-ტრიო „კავკასია“ ჩამოაყალიბა. ვაგიფ მუსტაფა ზადემ, აღმოსავლური ჯაზის ერთ-ერთი თვითმყოფადი და საინტერესო სკოლა ჩამოაყალიბა. მანვე ჩაუყარა საფუძველი ახალ მუსიკალურ ჟანრს – აზერბაიჯანულ ჯაზ-მუღამს.