Skip to Content

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება

ვაშინგტონში საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება

Be First!

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ისდიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნება.

6 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში ვაშინგტონშისაზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

6 ივნისს საქართველოს საელჩო უმასპინძლებს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობებისდამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და ამერიკის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლები. ღონისძიებასდაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების წევრები, ასევე დიპლომატიურიკორპუსის წარმომადგენლები, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროში საელჩოს პარტნიორები.

8 ივნისს გაიხსნება აშშ-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვითმიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კონგრესმენი ტედ პო (რ-ტეხასი), აშშ-ს ვიცე პრეზიდენტისმრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა თომპსონი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტვოლკერი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და აშშ-ისსახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკსი და სხვები.

საზეიმო კვირეულის ფარგლებში საქართველოს საელჩო, ამერიკული ორგანიზაცია Embassy Experiences / Things to Do in DC პარტნიორობით ასევე უმასპინძლებს ქართული მოდის საღამოს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი თანამედროვედიზაინერების სამოსი და აქსესუარები.

10 ივნისს სმითსონიანის მუზეუმში გაიმართება კონფერენცია ღვინის ცივილიზაციის საწყისებზე: “Exploring the Origins of Wine Civilization“ , რომელიც საქართველოს საელჩოს მიღებითა და ქართული ღვინის პრეზენტაციით გაიხსნება.

კვირის განმავლობაში გამართულ ღონისძიებებს სპეციალურად ქართული დიასპორისათვის დაგეგმილი ღონისძიება დაასრულებ ს,საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებს ოჯახებთან ერთადსადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლებს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*