ამის შესახებ ჯანი ბუკიკიომ ვენეციის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
“საკონსტიტუციო რეფორმა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ადრე არაერთხელ აღმინიშნავს, ჯერ კიდევ 90-დან ჩვენ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ, რათა უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთ. ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობა მოიწონა. არის კიდევ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, თუმცა ჩვენ სწორ გზაზე ვართ და საუკეთესო გადაწყვეტილებას გამოვძებნით”, – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო დასკვნა დღეს ვენეციის კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს.