Skip to Content

წმიდა ნინოს სახელობის სკოლაში “რობოტექნიკის” გაკვეთილები დაინერგა

წმიდა ნინოს სახელობის სკოლაში “რობოტექნიკის” გაკვეთილები დაინერგა

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი წმინდა ნინოს სახელობის სკოლას ეწვია და „რობოტექნიკის“ გაკვეთილებს დაესწრო.

სპეციალურ პროგრამებზე დაფუძნებული სწავლების პროცესი, მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის კომპონენტებს. აღნიშნული მეთოდი ითვალისწინებს „კეთებით სწავლების“ პრინციპს, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალურად ან გუნდურად, პრაქტიკული მუშაობით სწავლობენ.

ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მეთოდში, “სწავლა კეთებით” მიდგომის ინტეგრირება, სასწავლო პროცესს მოსწავლისათვის განსაკუთრებულად საინტერესოს და სახალისოს ხდის. ამ პროცესმა, სწავლების სრულიად ახალი მეთოდს – STEM განათლებას (მეთოდოლოგიას) დაუდო საფუძველი.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*