Skip to Content

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის საქართველო 29-ე ადგილზეა

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის საქართველო 29-ე ადგილზეა

Be First!

World Economic Forum-მა 2017 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც დათვლილია უსაფრთხო და საშიში ქვეყნების მონაცემები. ანგარიშის თანახმად, საქართველო 136 ქვეყნიდან 29-ე პოზიციას იკავებს 6,01 ქულით.

რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია როგორც კრიმინალური და ტერორისტული სიტუაციები, ასევე საომარი კონფლიქტები და სამართალდამცავი ორგანოების უნარები, დაიცვან თავიანთი მოქალაქეები.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 6,65 ქულით ფინეთი დასახელდა. მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები 6,60 ქულით, ხოლო მესამეზე ისლანდია – 6,57 ქულა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 34-35 პოზიციები დაიკავეს. 109 ადგილზეა რუსეთი, ხოლო 127-ზე უკრაინა.

ყველაზე დაბალი ქულები კოლუმბიამ (2,59) და იემენმა (2,80) დააგროვა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*